ფეხბურთი

22:37 | 24.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჩემპიონთა ლიგის ფინალის მომდევნო სამი მასპინძელი ქალაქი გაირკვა

უეფამ მორიგ კონგრესზე სხვადასხვა საკითხებზე იმსჯელა და მათ შორის, დაასახელა ევროტურნირების ფინალების მომავალი მასპინძლები.

როგორც უკვე გიამბეთ, ევროპა ლიგის 2021 წლის ფინალს სევილია უმასპინძლებს, რომელმაც თბილისის კონკურენცია დაძლია.

გარდა ამისა, ცნობილია ჩემპიონთა ლიგის მომავალი სამი სეზონის მასპინძლებიც და როგორც რამდენიმე დღის წინ ვააანონსებდით, არჩევანი სანქტ-პეტერბურგზე, მიუნხენსა და ლონდონზე შეჩერდა.

2021 წლის ევროპის სუპერთასი - ბელფასტი (ჩრდ. ირლანდია)

2021 წლის ევროპა ლიგის ფინალი - სევილია (ესპანეთი)

2023 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი - ლონდონი (ინგლისი)

2022 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი - მიუნხენი (გერმანია)

2021 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი - სანქტ-პეტერბურგი (რუსეთი)

ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი ფუტსალში - ამსტერდამი და გრონინგენი (ჰოლანდია)

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალს სტამბოლი, ხოლო ევროპა ლიგის გადამწყვეტ შეხვედრას გდანსკი უმასპინძლებს.

0.174938