ყაზანის „რუბინის“ ქართველმა თავდამსხმელმა მოსკოვის „დინამოსთან“ ბოლო წუთზე გატანილი გამარჯვების გოლის შემდეგ მადლობა თანაგუნდელ ივან კონოვალოვს გადაუხადა.
ჩვენებურმა გოლის გატანისა და აღნიშვნის შემდეგ სათადარიგო სკამთან მიირბინა და ყაზანელთა კიპერს ჩაეხუტა.
როგორც „რუბინის“ ტვიტერის გვერდი გვამცნობს, ტაიმებს შორის შესვენებაზე, სანამ მიქელთაძე მოედანზე შევიდოდა, 24 წლის მეკარემ გაამხნევა და უთხრა, რომ გოლის გატანას მოახერხებდა. ბექამ კი, ხსენებული ჟესტით თანაგუნდელს მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, რომ „რუბინმა“ მოსკოვში, „დინამო“ ქართველი ფეხბურთელის 93-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0 დაამარცხა.