ფეხბურთი

19:59 | 8.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"სპარტაკის" მწვრთნელი: "იმედია, ჯანოს მეტი სათამაშო დრო და პროგრესი ექნება"

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის ჯანო ანანიძის „კრილია სოვეტოვში“ გადასვლა გადაწყვეტილია. 26 წლის ქართველი სამარელთა რიგებში სამედიცინო შემოწმებას 13 იანვარს გაივლის.

ეს ინფორმაცია უკვე დაადასტურა „კრილია სოვეტოვის“ დირექტორმა ალექსანდრ შიკუნოვმა.

„სპარტაკის“ მთავარი მწვრთნელი ოლეგ კონონოვი კი ანანიძისა და არტიომ ტიმოფეევის შესახებ ამბობს, რომ ისინი იჯარით სხვა გუნდებში გააგრძელებენ კარიერას:

„ჩვენ ველოდებით, რომ ეს ფეხბურთელები იჯარით სხვა გუნდებში ითამაშებენ. მიზანი ნათელია - მათ უნდა მიიღონ მაქსიმალური სათამაშო პრაქტიკა. ჩვენ კი გავაგრძელებთ დაკვირვებას იმ იმედით, რომ პროგრესირებას შეძლებენ“, - ციტირებს კონონოვის სიტყვებს „სპარტაკის“ ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ ჯანო ანანიძეს არნემის „ვიტესის“ ვარიანტიც ჰქონდა, მაგრამ ჰოლანდიაში გადაბარგების პრობლემა წარმოიშვა და ეს ტრანსფერი არ შედგა.

0.137758