ფეხბურთი

17:59 | 8.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

გადაწყდა - ჯანო ანანიძე "კრილია სოვეტოვში" ითამაშებს

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე რუსეთში რჩება და კარიერას „კრილია სოვეტოვში“ გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია Sport-express-თან საუბარში ახლახან დაადასტურა სამარელთა დირექტორმა ალექსანდრ შიკუნოვმა.

ჯანო „კრილიაში“ 6-თვიანი იჯარით გადაბარგდება. მხარეები უკვე შეთანხმდნენ და მხოლოდ კონტრაქტზე ხელის მოწერაა დარჩენილი:

„სპარტაკთან“ და ჯანოსთან ძირითად შეთანხმებას უკვე მივაღწიეთ. თუმცა, ჯერ კონტრაქტი არ გაგვიფორმებია. ქართველმა 13 იანვარს სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს. ხელშეკრულება გათვლილი იქნება მიმდინარე სეზონის ბოლომდე“, - თქვა შიკუნოვმა.

ასე და ამრიგად, ანანიძე „სპარტაკს“ ტოვებს, მაგრამ არნემის „ვიტესში“ კი არა, „კრილია სოვეტოვში“ ითამაშებს. შეგახსენებთ, ჯანოს "ვიტესში" გადასვლა უნდოდა, მაგრამ როგორც ჩანს, არაევროკავშირელის გამო წარმოქმნილი პრობლემა ვერ მოგვარდა.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ჩვენებურმა მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე პასით გამოირჩა.

0.114829