ფეხბურთი

16:12 | 29.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ერთხმად - გიორგი ჩაკვეტაძე ზედიზედ მეორედ ტურის სიმბოლურშია!

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიის იუპილერ ლიგის სიმბოლურ ნაკრებში ზედიზედ მეორედ მოხვდა. 19 წლის ჩვენებურის გარჯა მე-12 ტურში თითქმის ყველა ბელგიურმა გამოცემა გამოარჩია.

მათ შორის, Walfoot.be-მ, Voetbalkrant.com-მა და voetbalpremeur.be-მ. აი, რას წერს ეს უკანასკნელი გამოცემა:

„მეორე მხარეს არის გიორგი ჩაკვეტაძე. ახალგაზრდა ქართველი კიდევ ერთხელ იყო ბრწყინვალე „გენტში“ და უკვე გოლების გატანაც შეუძლია. მან „შარლერუასთან“ ორჯერ გაიტანა და ჩვენი ვერსიით ტურის ფეხბურთელია!“.

შეგახსენებთ, გიორგიმ გასულ უიქ-ენდზე „შარლერუასთან“ ჩინებულად ითამაშა, დუბლი შეასრულა და „გენტს“ გამარჯვება მოუტანა (2:1).

აქვე გეტყვით, რომ ჩაკვეტაძე ბელგიის მე-11 ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

0.135249