ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იულიან ლოპეტეგმა “ფურია როხას” 23-კაციან შემადგენლობას კიდევ 7 ფეხბურთელი დაამატა. როგორც ესპანეთის ფეხბურთის ფედერიციის ვებგვერდი იტყობინება, რუსეთში წამსვლელ მოთამაშეებთან ერთად შეკრებას შემდეგი ფეხბურთელები გაივლიან:
მცველები – იერაი ალვარესი, უნაი ნუნიესი (ორივე ბილბაო), ხესუს ვალიეხო (რეალი), ნახევარმცველები – როდრი (ვილიარეალი), კარლოს სოლერი (ვალენსია), მიკელ ოიარსაბალი (სოსიედადი) და თავდამსხმელი – ინიაკი ვილიამსი (ბილბაო).
შეგახსენებთ, რომ ლოპეტეგიმ გუშინ ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც ალვარო მორატა, ჩესკ ფაბრეგასი, სერხი რობერტო და სხვები ვერ მოხვდნენ.