ფეხბურთი

15:40 | 21.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის ნაკრების 23-კაციანი შემადგენლობა გაირკვა

ესპანეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა გაირკვა. “ფურია როხას” მთავარმა მწვრთნელმა იულიან ლოპეტეგიმ გაფართოებულ შემადგენლობაზე უარი თქვა და პირდაპირ 23 ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა.

ესპანელთა შემადგენლობაში ბევრი ისეთი ფეხბურთელი ვერ მოხვდა, რომელთაც მუნდიალზე თამაშის პრეტენზია ჰქონდათ. მათ შორის, ალვარო მორატა, მარკოს ალონსო, ხოსე კალეხონი, სუსო ფერნანდესი.

მეკარეები: დავიდ დე ხეა (მანჩესტერი, ინგლისი), პეპე რეინა (ნაპოლი, იტალია), კეპა არიზაბალაგა (ბილბაო)

მცველები: დანი კარვახალი (რეალი), ალვარო ოდრიოზოლა (სოსიედადი), ჟერარდ პიკე (ბარსელონა), სერხიო რამოსი (რეალი), ნაჩო (რეალი), სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი, ინგლისი), ჟორდი ალბა (ბარსელონა), ნაჩო მონრეალი (არსენალი)

ნახევარმცველები: სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა), საულ ნიგეზი (ატლეტიკო), კოკე (ატლეტიკო), ტიაგო ალკანტარა (ბაიერნი, გერმანია), ანდრეს ინიესტა (ბარსელონა), დავიდ სილვა (სიტი, ინგლისი), ისკო ალარკონი (რეალი), მარკო ასენსიო (რეალი), ლუკას ვასკესი (რეალი)

თავდამსხმელები: იაგო ასპასი (სელტა), რიდრიგო (ვალენსია), დიეგო კოშტა (ატლეტიკო)

ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიას (15 ივნისი), ირანს (20 ივნისი) და მაროკოს (25 ივნისი) დაუპირისპირდება.

0.114245