გერმანიისა და საქართველოს საკალათბურთო ნაკრებები დღეს, ქალაქ ქემნიცში, მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის სასტარტო მატჩს გამართავენ. გაგაცნობთ გერმანელთა 12-კაციან შემადგენლობას:
ისმეტ აკპინარი (“ულმი”), რობინ ამაიზე (ბაირუთი), დანილო ბარტელი (“ბაიერნი”), რობინ ბენზინგი (“ოლივერი”), ბასტიან დორეტი (“ბაირუთი”), აიზეა ჰარტენშტეინი (“ჰიუსტონი”), დომინიკ ლოკჰარტი (“გოტინგემი”), ანდრეას ობსტი, იოშიკუ საიბუ (“ალბა ბერლინი”), კარსტენ ტადა (“ოლდენბურგი”), იოჰანეს ტიმანი (“ლუდვინსბურგი”), მაიკ ცირბესი (“ბაიერნი”).
გერმანია - საქართველოს შეხვედრა თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს.