კალათბურთი

15:53 | 21.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძე: “ვეცდებით მეტოქეთა მინუსები გამოვიყენოთ”

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ახალგაზრდა ცენტრმა გოგა ბითაძემ მსოფლიოს ჩემპიონატის მოახლოებული შესარჩევი მატჩების წინ მედიასთან კომენტარი გააკეთა. ქართველი კალათბურთელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გუნდი დიდი დანაკლისით ხვდება ტურნირს, ყველაფერს გააკეთებენ, რათა თავი კარგად წარმოაჩინონ.

“გუნდს, როგორც შემეძლება, მაქსიმალურად დავეხმარები. ახალი შეკრებილები ვართ და თამაშებს დანაკლისით ვხვდებით, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ სასურველი შედეგის მისაღწევად. უკვე შევადგინეთ გეგმა ვარჯიშებზე, თუ როგორ ვითამაშებთ მეტოქეების წინააღმდეგ. ვეცდებით გამოვიყენოთ მათი მინუსები.

სერბეთსაც აქვს გარკვეული დანაკლისი, თუმცა ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია დღეს”, - განაცხადა ბითაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპის პირველ მატჩს 24 ნოემბერს, გერმანიაში გამართავს, 27 ნოემბერს კი, ასევე სტუმრად, სერბეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა და თამაშების განრიგი

0.121886