ფეხბურთი

13:29 | 11.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველიას მორიგი სიმბოლური და ლიდერობა MVP-ს ტიტულისთვის ბრძოლაში

რუსეთის პრემიერლიგის ახალ სეზონში ხუთი ტური ჩატარდა და მოსკოვის “ლოკომოტივის” ქართველი მცველი სოლომონ კვირკველია უკვე მეოთხედ მოხვდა ტურის საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველს მისი ყოფილი კლუბის ყაზანის “რუბინის” კარში გატანილი გამარჯვების გოლი (VIDEO) და დამაჯერებელი თამაში ავტორიტეტულმა გამოცემებმა sport-express.ru-მ და championat.com-მა დაუფასეს.

კვირკველია ლიდერობს championat.com-ის გამოკითხვაშიც, რომლის მიზანი მე-5 ტურის MVP-ს ტიტულზე წარდგენილ 11 ფეხბურთელს შორის საუკეთესოს გამოვლენაა. პირველ სამეულში, ქართველ მცველთან ერთად, სანქტ პეტერბურგის “ზენიტის” ფორვარდი ალექსანდრ კოკორინი და მოსკოვის “სპარტაკის” შემტევი კვინსი პრომესი იმყოფებიან.

აღსანიშნავია, რომ სოლომონმა მიმდინარე სეზონის 5 მატჩში 2 გოლის გატანა შეძლო, რაც მისი პოზიციის ფეხბურთელისთვის შესანიშნავი შედეგია. ამასთან, 13 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფ “ლოკომოტივს” ქართველი ფეხბურთელის გოლებმა 4 ქულა მოუტანა. კვირკველია გასულ თვეში “რკინიგზელთა” საუკეთესო მოთამაშედაც აღიარეს.

0.120379