რუსული პრემიერლიგის მეხუთე ტურში კვლავ კარგი მატჩი ჩაატარა სოლომონ კვირკველიამ. მოსკოვის "ლოკომოტივის" ქართველმა მცველმა 92-წუთზე გოლი გაუტანა ყაზანის "რუბინს" და გუნდი მარცხისგან იხსნა - 1:1.
კვირკველიამ გაუტანა "რუბინს"... თავის ყოფილ გუნდს, სადაც დაიწყო პროფესიული კარიერა და სადაც იქცა კიდეც რუსული პრემიერლიგის ერთ-ერთ რჩეულ მცველად. თუმცა შარშანდლი წლიდან მოყოლებული, არ აფასებდნენ და წარმოიდგინეთ, როგორ გაუხარდებოდა კვირკველიას ეს გოლი.
"ლოკომოტივი" მეორე ადგილზეა და მხოლოდ ბურთების შეფარდებით ჩამორჩება ლიდერ "ზენიტს".