ფეხბურთი

23:42 | 7.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

აღიარება - კვირკველია ივლისის საუკეთესო ფეხბურთელია

საქართველოს ნაკრების მცველი სოლომონ კვირკველია მოსკოვის “ლოკომოტივის” ივლისის თვის საუკეთესო ფეხბურთელია – 25 წლის ქართველმა მცველმა კლუბის ვებგვერდზე მიმდინარე გამოკითხვაში ყველაზე მეტი 7 428 ხმა (43.9%) მიიღო და პირველობა არავის დაუთმო.

მთლიანობაში გამოკითხვაში მონაწილეობა 16 910 ადამიანმა მიიღო, ხოლო კვირკველიამ მცირედით აჯობა პორტუგალიელ მანუელ ფერნანდეშს – 6 628 ხმა (39.2%). მესამე ადგილზე იგორ დენისოვი გავიდა (874 ხმა, 5.1%), ხოლო მეოთხე პოზიციას დასჯერდა დიმიტრი ტარასოვი (850 ხმა, 5%).

სოლომონ კვირკველიამ ივლისში “ლოკომოტივის” ღირსება 4-ჯერ დაიცვა და პრემიერლიგაში ერთი გოლიც გაიტანა – ტულის “არსენალთან” გამარჯვების გოლი. ესეც არ იყოს, ქართველი თავის უშუალო მოვალეობას დიდებულად ართმევს თავს და ამას ისიც ადასტურებს, რომ ტურის სიმბოლურ ნაკრებში უკვე სამჯერ მოხვდა.

0.11461