ფეხბურთი

23:22 | 7.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

სოლომონ კვირკველია ისევ ტურის სიმბოლურში

უკვე წესად იქცა – სოლომონ კვირკველია რუსეთის პრემიერლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში. მოსკოვის “ლოკომოტივისა” და საქართველოს ნაკრების მცველი ამჯერად მეოთხე ტურში გამოარჩიეს.

კვირკველია სიმბოლურში ორმა ავტორიტეტულმა გამოცემა Sport-express.ru-მ და Championat.com-მა შეიყვანეს.

“მოიგო 19 ორთაბრძოლიდან 17 და ეს ტურში მეორე შედეგია. ქართველი მცველის ჩინებული მოქმედბებით “ლოკომოტივმა” მოახერხა და საკუთარ მოედანზე მიმდინარე სეზონში მესამე მატჩი მოიგო”, - წერს Sport-express.ru.

“ქართველმა მცველმა ხარისხიანი შეხვედრა ჩაატარა “სკა ენერგიას” წინააღმდეგ და მეტოქეს საშუალება არ მისცა გოლი გაეტანა”, - ასე აფასებს ჩვენებურს Championat.com-ი.

აღსანიშნავია, რომ კვირკველია ტურის სიმბოლურ ნაკრებში მიმდინარე სეზონში მესამედ მოხვდა. სეზონმა კი ჯერ მხოლოდ 4 ტური მიითვალა. სოლომონის დამაჯერებელი თამაში “ლოკომოტივზეც” ისახება და “რკინიგზელები” 4 ტურის თავზე 12 ქულით ლიდერები არიან. საგულისხმოა, რომ მოსკოველებმა განვლილ მატჩებში ერთადერთი გოლი გაუშვეს და დაცვის ასეთი კარგი თამაში კვირკველიას ეფექტური ასპარეზობითაც არის გამოწვეული.

აქვე გეტყვით, რომ სოლომონ კვირკველია მოსკოვის "ლოკომოტივის" ივლისის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

0.137705