ფეხბურთი

0:37 | 1.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კვირკველია "ლოკომოტივს" დაუბრუნდა

ახლა უკვე ოფიციალურად - სოლომო კვირკველია მოსკოვის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელია. როგორც რუსული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, 25 წლის ქართველმა ფეხბურთელმა კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. ყაზანის „რუბინის“ ხაზინა კი, 2.5 მილიონი ევროთი შეივსო.

„სოლომონმა გასულ სეზონში დაამტკიცა, რომ ნამდვილი პროფესიონალი, შესანიშნავი მეგობარი და საოცარი პიროვნებაა. ჩვენ საბოლოოდ შევთანხდით მასთან გრძელვადიან თანამშრომლობაზე. გვჯერა და გვინდა, რომ კვირკველიას მრავალი წლის განმავლობაში ჩვენთან წარმატებული კარიერა ჰქონდეს“, - თქვა მოსკოვური კლუბის პრეზიდენტმა ილიაგერკუსმა.

აქვე შეგახსენებთ, რომ სოლომონ კვირკველიამ გასული სეზონის მეორე ნახევარი სწორედ „ლოკომოტივში“ გაატარა, თუმცა იჯარის წესით. 16-ჯერ დაიცვა „რკინიგზელთა“ ღირსება და რუსეთის თასი მოიგო. საგულისხმოა, რომ ახალ სეზონში მას ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოუწევს თამაში.

რაც შეეხება „რუბინს“ - კვირკველია ყაზანში 2011 წლიდან გამოდიოდა და გასული სეზონის დაწყებამდე მუდმივად ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო. ჯამში მან „რუბინის“ ღირსება 111 მატჩში დაიცვა და 3 გოლი გაიტანა.

გარდა ამისა, არაა გამორიცხული „ლოკომოტივში“ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას კიდევ ერთი ჩვენებური აღმოჩნდეს - გიორგი არაბიძის თაობაზე „ლოკომოტივმა“ „შახტარს“ ოფიციალური წინადადებით მიმართა.

0.128839