Open Parc Auvergne-Rhone-Aples Lyon-ის ტურნირის ნახევარფინალში საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის მე-13 ნომერს, გამოცდილ ფრანგ ჟო-ვილფრედ ცონგას შეხვდება.
ნიკამ მეოთხედფინალში არგენტინელი ნიკოლას კიკერი მარტივად 6:3, 6:1 დაამარცხა, ხოლო ცონგამ რუს კარენ ხაჩანოვს 6:0, 6:4 აჯობა.
ბასილაშვილის და ცონგას შეხვედრა 26 მაისს, თბილისის დროით 14:30 საათზეა ჩანიშნული.
ნიკოლოზმა ლიონის ტურნირის ნახევარფინალში გასვლით 90 სარეიტინგო ქულა და 24 000 ევრო უკვე გამოიმუშავა.