ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიონის ტურნირზე წარმატებულ გამოსვლას განაგრძობს. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ტურნირის მეოთხედფინალში არგენტინელი ნიკოლას კიკერი ორ სეტში 6:3, 6:1 დაამარცხა.
ნახევარფინალში ნიკას მეტოქე ხაჩანოვი-ცონგას დაპირისპირებაში გამარჯვებული იქნება.
ბასილაშვილმა ლიონის ტურნირზე ასპარეზობა ბორნა ჩორიჩი ძლევით დაიწყო (6:4, 5:7, 6:1), მერვედფინალში კი ანდრეა სეპი დაამარცხა (6:4, 6:4).