ფეხბურთი

14:27 | 31.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ალექს მერეტი - გრანდების ინტერესის სფეროში

იტალიის სერია B-ს ბინადარ სპალ-ის კარის დარაჯ ალექს მერეტს ევროპული გრანდები აკვირდებიან. Tuttosport-ის ინფორმაციით, 20 წლის მეკარისთვის ბრძოლაში ტურინის “იუვენტუსი” დაწინაურდა, რომლის გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები “უდინეზესთან”, რომელიც მერეტის სატრანსფერო უფლებებს ფლობს.

ფინანსური დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება, თუმცა, წყაროს თუ დავეყრდნობით, იტალიელი კიპერის შეძენა “იუვეს” გარდა მიუნხენის “ბაიერნსა” და “მანჩესტერ იუნაიტედსაც” სურთ.

ალექს მერეტი ჩინებულ სეზონს ატარებს და მისი დიდი დამსახურებაა, რომ მოკრძალებული სპალ-ი სერია A-ში გადასასვლელად იბრძვის. ნიჭიერი კიპერი ახლახან იტალიის ეროვნულ ნაკრებშიც იყო გამოძახებული ჯანლუიჯი ბუფონისა და ჯანლუიჯი დონარუმას დუბლიორად.

ალექს მერეტმა ყურადღება გასულ ზაფხულში მიიპყრო, როცა ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე დიდებულად ითამაშა და იტალიის ნაკრებს ფინალში გასვლაში დაეხმარა.

0.114197