საფრანგეთში ევროპის ჩემპიონატი დასრულდა, მაგრამ გერმანიაში სტარტი აიღო ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატმა. უკვე ჩატარდა პირველი ტურის მატჩები. A ჯგუფში მასპინძელმა გერმანიამ შტუტგარტში იტალიასთან წააგო 0:1. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლები უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ, აპენინელებმა 78-ე წუთზე გატანილი პენალტით პირველი გამარჯვება მოიპოვეს. უნდა აღინიშნოს, რომ იტალიის ნაკრების გამარჯვება 19 წლის მეკარის ალექს მერეტის დამსახურებაა, რომელმაც საოცარი სეივები შეასრულა (აღნიშნული მატჩის მიმოხილვა მოცემულ ვიდეოში შეგეძლებათ). მერეტი "უდინეზეს" მეორე კიპერია და სხვათა შორის, აქამდე ტურინის "იუვენტუსთანაც" აკავშირებდნენ...
ამავე ჯგუფის მეორე მატჩში, ასპახში, ავსტრიისა და პორტუგალიის ნაკრებები დაზავდნენ -1:1. მეორე ტურის მატჩები ამ ჯგუფში ხუთშაბათს გაიმართება, იტალია ავსტრიას, ხოლო გერმანია პორტუგალიას შეხვდება.
B ჯგუფში არიან ინგლისის, ხორვატიის, ჰოლანდიისა და საფრანგეთის 19-წლამდე ნაკრებები. პირველ ტურში ინგლისმა საფრანგეთს 2:1 აჯობა, ხოლო ჰოლანდიამ ხორვატებს უფრო ადვილად, 3:1 მოუგო. მეორე ტურში 15 ივნისს, ჰოლანდია ინგლისს ეთამაშება, საფრანგეთი კი ხორვატიას.
A ჯგუფი - I ტური
გერმანია - იტალია 0:1
გოლი: 0:1 დი მარკო (78, პენ)
პორტუგალია - ავსტრია 1:1
გოლები: 0:1 იაკუპოვიჩი (10), 1:1 პედრო ემპიში (53)
B ჯგუფი - I ტური
ხორვატია - ჰოლანდია 1:3
გოლები: 0:1 ბერგვეინი (16), 0:2 ლამერსი (33), 1:2 ბრეკალო (43), 1:3 ბერგვეინი (85)
საფრანგეთი - ინგლისი 1:2
გოლები: 0:1 მიშელინი (3, ა.გ), 0:2 სოლანკე (9), 1:2 აუგუსტინი (33)