ფეხბურთი

18:14 | 27.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფიფა კოულმენს კვირაში 50 ათასს გადაუხდის

უახლოესი ნახევარი წლის განმავლობაში „ევერტონის“ მცველი სიმუს კოულმენი ხელფასს არა საკუთარი კლუბისგან, არამედ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციისგან მიიღებს.

28 წლის ფეხბურთელმა საშინელი ტრავმა ირლანდიის ნაკრების შემადგენლობაში 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უელსთან თამაშისას მიიღო (0:0). უელსელი ნილ ტეილორი კოულმენს უხეშად შეასკდა და სიმუსს ფეხის ორმაგი მოტეხილობა დაუდგინდა (VIDEO).

ფეხბურთელის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა ახლა მას რეაბილიტაციის ხანგრძლივი პროცესი ელოდება და ამ პერიოდში „ევერტონი“ მას ხელფასს არ გადაუხდის. სამაგიეროდ, კლუბების დაცვის პროგრამის ფარგლებში ამას ფიფა გააკეთებს.

ამრიგად, კოულმენი ექვსი თვის განმავლობაში ყოველკვირეულ 50 ათას გირვანქა სტერლინგს ფიფასგან მიიღებს. ტრავმამდე სიმუსმა „ევერტონის“ შემადგენლობაში პრემიერლიგის 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემით გამოირჩა.

0.11545