ფეხბურთი

15:16 | 25.03.2017 | ნანახია 4300 - ჯერ

კოულმენის საშინელი ტრავმა (+VIDEO)

ირლანდიის ნაკრების კაპიტანმა სიმუს კოულმენმა უელსთან მატჩში უმძიმესი ტრავმა მიიღო. “კელტთა” გამოცდილი მარჯვენა მცველი მას შემდეგ დაშავდა, რაც უელსელი ნილ ტეილორი გადამეტებულად ეუხეშა.

როგორც ცნობილი გახდა, “ევერტონის” ფეხბურთელს მარჯვენა ფეხის ძვალი აქვს გატეხილი და წინასწარი ინფორმაციით, მოედანზე 1 წლის განმავლობაში ვერ გავა.

“ნილ ტეილორი არაა უხეში ფეხბურთელი”, - დაიცვა მოთამაშე უელსის ნაკრების თავკაცმა კრის კოულმენმა, – “თუმცა, რა თქმა უნდა, სიმუსის წინააღმდეგ ცუდად ითამაშა. ყველანი კოულმენზე ვდარდობთ”.

შეგახსენებთ, ირლანდიისა და უელსის ნაკრებთა მატჩი უგოლოდ დასრულდა. ორივე გუნდი მიმდინარე შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მეტოქეა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:16 | 25.03.2017
gogssi (3755)

ამას ქვია უნამუსობა. ეგრევე გაშლილი ფეხით წავიდა ტეილორი და დაღუპა კაცი. კოულმენმა რაღა უნდა ითამაშოს აწი, ეზოში თუ გააგორებს ბურთს.

16:45 | 25.03.2017
NudeDude (822)

Nutu amxela travmas iseti tkivili ar axlavs tan rom gaitishos adamiani..?

19:20 | 25.03.2017
იკა..იუვე..10 (4132)

შენ წარმოიდგინე არა.. როდესაც დარბიხარ და გახურებული ხარ ტკივილს თითქმის ვერ გრძნობ..

მაგიტო მეშლება ნერვები სიმულიანტობაზე.. ზოგი რო კოტრიალს და ყვირილს იწყებს

16:44 | 25.03.2017
NudeDude (822)

Gmerto ra sashinelebaa... janmrteloba vusurvot colemans((

16:04 | 25.03.2017
KoRBeN DaLLaS (24844)

უფრო დიდი სურათი დაგედოთ რა, ვერ ვძღები ყურებით DDDDDDDDDD
რა გჭირთ ტო ? ფედერერმა რომ იმხელა ტურნირი მოიგო, ერთი სიტყვა არ დაგიძრავთ და ამ საშინელებას კი ეგრევე ცხვირში გვტენით თავისი ფოტო-ვიდეო მასალით.
თმიდან ფეხის ფრჩხილამდე გამაჟრიალა ეს რომ დავინახე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06597
სარეკლამო ადგილი - 99
X x X