საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია მოედანზე დაბრუნებასთან ახლოაა. 21 წლის ფეხბურთელი უკვე ბურთით ვარჯიშობს და როგორც WORLDSPORT.GE-სთან საუბარში თქვა, გუნდთან ერთად წესით ერთ კვირაში უნდა დაიწყოს მზადება.
“ახლა კარგად ვარ – სირბილიც დავიწყე და ბურთითაც ვვარჯიშობ. გუნდთან ერთად კი, წესით ერთ კვირაში უნდა ვივარჯიშო სრული დატვირთვით”.
2015-2016 წლების სეზონის სეგუნდადივიზიონის საუკეთესო ლეგიონერობის კანდიდატი:
“მოულოდნელი იყო, რადგან მხოლოდ 6 თვე ვითამაშე სეგუნდადივიზიონში, თუმცა რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო გრძნობაა”.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე:
“გუნდთან ერთად არ ვყოფილვარ, მაგრამ რაც ტელევიზორში გამოჩნდა, ვეცადეთ პირველ ნომრად გვეთამაშა და გამოგვივიდა კიდეც. მგონი, თამაშის ხარისხით ყველა კმაყოფილი დარჩა. დარწმუნებული ვარ, ხარისხთან ერთად შედეგიც მოვა.
ჩემს პოზიციაზე მართლაც მაღალი დონის ფეხბურთელებია და დიდი კონკურენციაა. ეს მხოლოდ და მხოლოდ წაადგება საქართველოს ნაკრებს”.
შეგახსენებთ, გიორგი აბურჯანია გასულ ზაფხულს “სევილიაში” გადაბარგდა, თავდაპირველად მეორე გუნდში უნდა ითამაშოს, თუმცა კონტრაქტის გაფორმებიდან რამდენიმე დღეში ტრავმა მიიღო და ნიჭიერ ქართველს მიმდინარე სეზონში ჯერ არც უთამაშია.