შესაძლოა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი აბურჯანია ლიგა ადელანტეს გასული, 2015-2016 წლების სეზონის საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელი გახდეს. საქმე ისაა, რომ ლა ლიგის ოფიციალური ვებგვერდი გამოკითხვას ატარებს, თუ ვინ იყო შარშან სეგუნდაში საუკეთესო არაესპანელი მოთამაშე.
აბურჯანიას შვიდი კონკურენტი ჰყავს: მამადუ კონე, ლაგო ჟუნიორი, დარვინ მაჩიზი, დანი ერნანდესი, დაისუკე სუძუკი, რაზეკ ბრიმა, ალექსანდრ სჟიმანოვსკი.
შეგახსენებთ, გიორგი ესპანეთში იანვრის თვეში გადაბარგდა და 6 თვეც ეყო იმისთვის, რომ საუკეთესოებში მოხვედრილიყო. აბურჯანიამ ზაფხულში ტარაგონას “ხიმნასტიკი” დატოვა და ამჟამად “სევილიაში” ირიცხება, თუმცა ჯერ მეორე გუნდში, რომელიც ასევე ლიგა ადელანტეში ასპარეზობს.
“ხიმნასტიკში” კი, მან 16 შეხვედრაში 2 გოლის გატანა და ამდენივე საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.
ქართველი ფეხბურთელისთვის ხმის მიცემა ამ ბმულზე ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია www.laliga.es/en/laliga-123-world-player-2016