ისტორია

09:54 | 06.08

0
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.

09:48 | 31.07

0
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".

171000,186444

08:19 | 11.08.2017

011 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1979 - თბილისის “დინამომ” თავისი არსებობის ისტორიაში მეორედ მოიპოვა საბჭოთა თასი. ფინალში მან მოსკოვის “დინამოს” მატჩის შემდგომი პენალტების სერიაში 5:4 მოუგო (მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა). ...

09:46 | 10.08.2017

010 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1973. დაიბადა ხავიერ ძანეტი. არგენტინის ნაკრების, “ბანფილდისა” და მილანის “ინტერის” (1995-2014). მცველი-ნახევარმცველი. 1995 წელს მოიგო პანამერიკული თამაშები. 2010 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი.

10:00 | 09.08.2017

09 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1945. დაიბადა ზურაბ საკანდელიძე. თბილისის “დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ნაკრების მცველი. ყველაზე ტიტულოვანი ქართველი კალათბურთელი. 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადის ჩემპიონი. 1967 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. ...

10:02 | 08.08.2017

08 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1981. დაიბადა როჯერ ფედერერი. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი. ერთეულთა თანრიგში მოგებული აქვს ყველაზე მეტი რაოდენობის (19) სადიდსლემო ტურნირი.

09:57 | 07.08.2017

07 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1942. დაიბადა ზიგფრიდ ჰელდი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებისა და დორტმუნდის “ბორუსიას” ფორვარდი. ევროპის 1972 წლის ჩემპიონი. მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. 1970 წლის მუნდიალის მესამეადგილოსანი. ...

09:57 | 06.08.2017

06 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ ...

09:37 | 05.08.2017

05 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1948. დაიბადა რეიმონდ (რეი) ნილ კლემენსი. ინგლისის ნაკრების, “ლივერპულის” (1967-81) და “ტოტენჰემ ჰოთსპურის” (1981-88) მეკარე. სამ-სამჯერ ფლობდა ჩემპიონთა (1977, 1978, 1981) და უეფას (1973, 1976, 1984) ...

09:54 | 04.08.2017

04 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1996 - ატლანტაში თანამედროვეობის ოცდამეექვსე ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ დაიხურა. მასში მონაწილეობა 197 ქვეყნის 10 332 სპორტსმენმა მიიღო.

09:45 | 03.08.2017

03 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1922. დაიბადა ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძე. დაიბადა სოხუმში. თამაშობდა სოხუმის “დინამოში” (1940-41). მეორე მსოფლიოს ომის წლები გაატარა არმიაში. მონაწილეობდა კავკასიონისთვის ბრძოლაში.

09:13 | 02.08.2017

02 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1952. დაიბადა ალენ ჟირესი. საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების, “ბორდოს” (1970-86) და “მარსელის” (1986-88) ნახევარმცველი. ევროპის 1984 წლის ევროპის ჩემპიონი. მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის პრიზიორი. ...

1.172948