ისტორია
09:54 | 06.08
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.
09:48 | 31.07
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".
171000,186444
| | |
09:36 | 21.08.2017 21 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1936. დაიბადა უილტ ჩემბერლენი. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი (216 სმ). ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ორგზის ჩემპიონი (1967, 1972). 1960, 1966, 1967, 1968 წლებში დაასახელეს ასოციაციის საუკეთესო ...
| |
09:26 | 20.08.2017 20 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში
2008 წლის 20 აგვისტოს, პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით ქართველმა მოჭიდავემ ოთარ თუშიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
|
09:44 | 19.08.2017 19 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1934. დაიბადა კობა წაქაძე. თხილამურებით ტრამპლინიდან მხტომელი. საბჭოთა კავშირის ექვსგზის ჩემპიონი (1953, 1956, 1960, 1962, 1969, 1972). სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ჩემპიონი (1961). სამჯერ ფლობდა საკავშირო ...
| |
08:51 | 18.08.2017 18 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში
2004. ძიუდოისტმა ზურაბ ზვიადაურმა 90 კგ წონით კატეგორიაში ათენის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში იგი პირველი სპორტსმენია, რომელმაც ოლიმპიადაში გაიმარჯვა.
...
|
09:48 | 17.08.2017 17 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1977. დაიბადა ტიერი ანრი. საფრანგეთის ნაკრების, “მონაკოს” (1994-99), “იუვენტუსის” (1999), “არსენალისა” (1999-2007) და “ბარსელონას” (2007-2010), “ნიუ იორკ რედ ბულის” (2010 წლიდან) ფორვარდი
| |
09:15 | 16.08.2017 16 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში
2013. საქართველო-სერბეთი 75:71. საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა თავის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი გუნდი დაამარცხა - სერბები სამგზის ევროპის (1995, 1997, 2001) და ორგზის მსოფლიოს (1998, 2002) ჩემპიონები ...
|
09:41 | 15.08.2017 15 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1960. დაიბადა ირინა გაბაშვილი. მხატვრულ ტანვარჯიშში 1979 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული ბურთით ვარჯიშში და ბრინჯაოს პრიზიორი მრავალჭიდში. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ლენტით და ბურთით ვარჯიშში (1979). ...
| |
10:00 | 14.08.2017 14 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1959. დაიბადა ერვინ ჯონსონი. მთელი სპორტული სამყარო მას მეჯიქ ჯონსონის სახელით იცნობს. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი.
|
09:54 | 13.08.2017 13 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში
2008 - პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე ჩემპიონობა მოიპოვეს ძიუდოისტმა ირაკლი ცირეკიძემ (90 კგ წონითი კატეგორია) და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მანუჩარ კვირკველიამ (74 კგ). პლაჟბურთში საქართველოს ქალთა და ...
| |
09:53 | 12.08.2017 12 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1944- დაიბადა ომარ ფხაკაძე. ქართველი ველოსიპედისტი. გამოდიოდა სპრინტში. მსოფლიოს 1965 წლის ჩემპიონი. სამი ოლიმპიადის მონაწილე. 1972 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი. 1968 წლის ოლიმპიადაზე გავიდა მეოთხე ...
|
|
 |
|