ქართველი ლეგიონერები

01:56 | 24.02

2
მიქაუტაძის და კვარას საგოლე პასები, ხვიჩა მატჩის MVP გახდა, პსჟ-მ "ლიონს" მოუგო

საფრანგეთის ლიგა 1-ის 23-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ „ლიონი“ დიდებულ, სანახაობრივ მატჩში 3:2 დაამარცხა, ორივე ქართველი გამორჩეული იყო და საგოლე პასები მიითვალეს.

00:04 | 23.02

0
დავითაშვილის 2 საგოლე პასი ლიგა 1-ში, "სენტ ეტიენს" ქამბექამდე წუთი დააკლდა (+VIDEO)

საფრანგეთის ლიგა 1-ის 23-ე ტურში „სენტ ეტიენი“ „ანჟერს“ დაუპირისპირდა და დრამატულ მატჩში დაუზავდა (3:3), ხოლო ზურიკო დავითაშვილმა ორი საგოლე პასი მიითვალა.

245430,245397

20:05 | 25.02.2024

83 თვე სტუმრად მოგების გარეშე: "ნაპოლიმ" აუტსაიდერიც ვერ დაამარცხა

იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში „ნაპოლი“ გასავარდნ ზონაში მყოფ „კალიარის“ ესტუმრა და ისევ ვერ მოიგო.

19:08 | 25.02.2024

3"ნაპოლის" დირექტორი: "კვარაცხელიას დიდი ჩემპიონის დამოკიდებულება ჰქონდა"

„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა მაურო მელუზომ „კალიარისთან“ მატჩის წინ ხვიჩა კვარაცხელიასა და მის რეაქციაზე ისაუბრა, რომელიც მას „ბარსელონასთან“ შეხვედრაში შეცვლის შემდეგ ჰქონდა.

22:11 | 24.02.2024

13-თვიანი პაუზის შემდეგ გაბრიელ სიგუა მოედანზე დაბრუნდა და გოლი გაიტანა (+VIDEO)

შვეიცარიის სუპერლიგის 25-ე ტურში „ბაზელმა“ სტუმრად „ივერდონი“ 2:1 დაამარცხა, ერთი გოლი კი გაბრიელ სიგუას აქტივშია.

21:15 | 24.02.2024

3ვახტანგ ჭანტურიშვილის ზედიზედ მესამე გოლი ჩეხეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

ჩეხეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში ვახტანგ ჭანტურიშვილმა გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელი კარგ ფორმაშია და ზედიზედ მესამე შეხვედრაში მოახერხა თავის გამოჩენა.

18:05 | 24.02.2024

7შევიდა და 3 წუთში გაიტანა: ზივზივაძის ეფექტური გოლი "კაიზერსლაუტერნთან" (+VIDEO)

გერმანიის II ბუნდესლიგის 23-ე ტურში „კარლსრუემ“ სტუმრად „კაიზერსლაუტერნი“ 4:0 გაანადგურა, ბუდუ ზივზივაძემ კი მიმდინარე სეზონში მე-8 გოლი გაიტანა.

17:45 | 24.02.2024

4იტალიელი ჟურნალისტი: "ოსიმენზე კვარას აგენტის კომენტარი ადასტურებს, რომ ხვიჩა უკმაყოფილოა"

იტალიელმა ჟურნალისტმა ენცო ბუკიონიმ მამუკა ჯუღელსა და ვიქტორ ოსიმენს შორის მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ეს ადასტურებს ხვიჩა კვარაცხელიას უკმაყოფილებას თავის ხელფასთან დაკავშირებით.

15:13 | 24.02.2024

4"უდინეზეს" სკაუტი: "კვარაცხელიას ყიდვა "ნაპოლიმდე" გვინდოდა, მაგრამ ვერ შევძელით"

„ნაპოლის“ ყოფილმა მცველმა და ამჟამად „უდინეზეს“ სკაუტმა რობერტო პოლიკანომ აღნიშნა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა მანამდე უნდოდათ, სანამ მას „ნაპოლი“ შეიძენდა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს.

11:00 | 24.02.2024

5როგორ ამშვიდებდა ოსიმენი კვარაცხელიას "ბარსელონასთან" მატჩში შეცვლის შემდეგ (VIDEO)

"ბარსელონასთან" მატჩში ხვიჩა კვარაცხელია 68-ე წუთზე შეცვალეს და ქართველი ფეხბურთელი გაბრაზებული, თან მოწყენილი იჯდა სათადარიგო სკამთან. ცოტა ხანში მოედანი ვიქტორ ოსიმენმაც დატოვა, რომელმაც ქართველი ფეხბურთელი ...

10:27 | 24.02.2024

0გიორგი პაპუნაშვილის ეფექტური გოლი საჯარიმო დარტყმით აზერბაიჯანის ჩემპიონატში (+VIDEO)

აზერბაიჯანის 24-ე ტურში „კაპაზმა“ საკუთარ მოედანზე „გაბალა“ დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

02:00 | 24.02.2024

3გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ში 6-თვიანი პაუზის შემდეგ გაიტანა

საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ გიორგი მიქაუტაძემ პირველი გოლი გაიტანა. ლიგა 1-ის 23-ე ტურში „მეცი“ შინ „ლიონთან“ 1:2 დამარცხდა, ქართველმა კი, 6-თვიანი პაუზის შემდეგ თავი გამოიჩინა.

5.867059