13:28 | 28 სექტემბერი, 2017
"მგლების" აღზევება"ამ ორ ღლაპში კევინი როგორ გაცვალეს"; "ისეთი ბავშვები არიან, ზოგჯერ მგონია, მაზიანზეც ვერ ითამაშებენ"; "ამას ხელფასს რამდენჯერაც გაუზრდი, იმდენ სულელურ "პრიჩოსკას" დაიყენებს"; "რუბიომ 5 ქულა ჩააგდო, უეჭველი Career-High იქნება"; "ელოდონ ახლა კიდევ ბევრი წელი რაიმე გამონათებას"... "მარგალიტები", რომლითაც ადამიანები "მინესოტა ტიმბერვულვზს", მის ხელმძღვანელობასა და მოთამაშეებს ამკობდნენ.
18:49 | 26 სექტემბერი, 2017
"ბოსტონი" ახალი სეზონის წინ25-57 (მე-12 ადგილი), 40-42 (მე-7 ადგილი), 48-34 (მე-5 ადგილი), 53-29 (1-ლი ადგილი)-ეს ის შედეგებია, რომლებიც აღმოსავლეთის ერთ-ერთმა გუნდმა უკანასკნელი 4 რეგულარულის განმავლობაში აჩვენა. იმ 4 სეზონის, რომელიც მან თავისი ლეგენდის გარეშე ჩაატარა.
12:34 | 23 სექტემბერი, 2017
სპორტი და ლუდისპორტი და ლუდი ერთმანეთთან ისტორიამ უხსოვარი დროიდან დააკავშირა. შეიძლება არ დაიჯეროთ და, ეგვიპტეში აღმოჩენილ უძველეს ნახატებში ნათლად ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც სპორტის იმხანად პოპულარულ სახეობაში - შუბების შორ მანძილზე სროლაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს და ჰოი საკვირველებავ - მათი ქომაგები ლუდს არახრახებდნენ!
14:18 | 21 სექტემბერი, 2017
რას უნდა ველოდოთ "გოლდენ სტეიტისგან" მომავალ სეზონში?შემადგენლობა, თამაშის სტილი, სისწრაფე, დაცვა, შეტევა, ტრანსფორმაციის საოცარი უნარი, მწვრთნელი... როდესაც იმაზე ფიქრობ, თუ რა აქვს ამა თუ იმ გუნდს გამორჩეული და ამდენ პუნქტს ჩამოწერ, მაგრამ სია მაინც არასრულია, ზედმეტი კითხვის დასმა აღარაა საჭირო - ეს გუნდი გასაოცარია და შესაბამის შედეგებსაც დებს.
10:52 | 17 სექტემბერი, 2017
არგენტინას ლიდერი აკლიასაქმე იქითკენ მიდის, რომ არგენტინის საფეხბურთო ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად გვარიანი ოფლისღვრა მოუწევს და ჯერჯერობით არავინ იცის გამოიღებს შედეგს თუ არა ეს ოფლისღვრა. არავინ დავობს იმაზე, რომ სამხრეთ ამერიკის შესარჩევ ზონაში არგენტინის ნაკრებისათვის უჩვეულო მეხუთე ადგილი და ბუნდოვანი მომავალი საკუთრივ არგენტინელი ფეხბურთელების ბრალია, მაგრამ ახლა მიზეზებზე მეტად მომავალია საინტერესო და პირველ ყოვლისა ის - შეძლებს თუ არა სამპაოლის კრებული საშვილიშვილო სირცხვილსგან თავის არიდებას.
14:57 | 14 სექტემბერი, 2017
რას უნდა ველოდოთ ახალ სეზონში „ლეიკერსისგან“გამარჯობა, ჩემი ახალი ბლოგი ძირითადად NBA-ს შესახებ იქნება და შემდეგ რამდენიმე წერილში NBA-ს გუნდებზე, ახალ სეზონში მათ სავარაუდო შედეგებზე და მიზნებზე ვისაუბრებ (სუბიექტურად თუ ობიექურად).
10:40 | 10 სექტემბერი, 2017
სპორტში არსებული პრობლემების მიზეზები და შედეგებისაქართველოში ბავშვთა სპორტში დაზოგადად სპორტულ სწავლებაში ბევრი პრობლემები რომ დაგროვდა, ამაზე ის ასდამიანებიც კი ხშირად საუბრობენ, რომელთაც ამ სფეროსთან ნაკლები შეხება აქვთ. მიზეზი ცხადია და მარტივი - წლიდან-წლამდე ნათელი ხდება, რომ სპორტი და სპორტული ცხოვრების წესი სულ უფრო და უფრო ნაკლებად პოპულარული ხდება და სკოლაში სპორტის გაკვეთილები ხშირად არამხოლოდ მოსწავლეებისათვის, მშობლებისთვისაც კი ფიქციაა და უინტერესოა.
15:48 | 04 სექტემბერი, 2017
ახალი ტურნირის დაბადებადაახლოებით ერთი კვირის წინ, ლაგოდეხში საქართველოსათვის სპორტის სრულიად ახალ სახეობებში - პარკურსა და ფრირანში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა. ეს შეჯიბრება ეძღვნება ახალგაზრდა ტრეისერს, ცოტნე ცქიტიშვილს, რომელიც ორი თვის წინ თბილისის ზღვაში დაიხრჩო.
11:30 | 27 აგვისტო, 2017
აზერბაიჯანამდე შორიაბევრი არაფერი იცვლება იმით, რომ აქვე, ქვემო ქართლის ბოლოში უკვე აზერბაიჯანია. აზერბაიჯანამდე ჩვენთვის მაინც ძალიან შორია და ეს სიშორე არც ტერიტორულია და არც მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანი ნავთობით მდიდარი ქვეყანაა, ჩვენ კი ყოველ ზამთარს გაყნული გვერდების გასათბობად მეზობლებისათვის ფულის სესხება გვიწევს...
13:53 | 20 აგვისტო, 2017
სტალინის აჩრდილი ქალთა ფეხბურთშისაქართველოში რომ საბჭოთა კავშირი ბოლომდე არ მომკვდარა, ამას სხვა მრავალ უბედურებასთან ერთად, ქართული სპორტული კლუბების სახელწოდებების შენარჩუნებაც ადასტურებს. შორს წაგვიყვანს იმაზე საუბარი, საჭიროა თუ არა კლუბებს კვლავინდებურად ერქვათ “დინამოები“, “ლოკომოტივები“, “ტორპედოები“ თუ სხვა... ამაზე ჩვენც ბევრი გვისაუბრია და სხვებსაც არ დაუკლიათ მსჯელობა, მაგრამ საქართველოში როგორც არ უნდა დამაჯერებლად წერო და ისაუბრო, დარწმუნებით იცი, რომ ბოლოს მაინც არაფერი შეიცვლება. თუმცა ამ შემთხვევაში კიდევ უფრო უცნაურ და გულსატკენ ამბავზე უნდა გიამბოთ.
11:08 | 12 აგვისტო, 2017
სპორტზე მეოცნებე დევნილი მოზარდებირუსეთ-საქართველოს ავადსახსენებლი ომის შემდეგ უკვე 9 წელი გავიდა და ამ დროის განმავლობაშისაქართველოშიც და სხვაგანაც მრავალი რამ შეიცვალა და გადასხვაფერდა.