| | |
03:31 | 22.11.2021 ზვერევი ATP-ს ფინალის ჩემპიონი გახდა
გერმანელმა ალექსანდერ ზვერევმა, ATP-ს ფინალური ტურნირის ფინალში, მოქმედი ჩემპიონი, რუსი დანიილ მედვედევი 6-4, 6-4 დაამარცხა და პრესტიჟული ტურნირის ტიტული მეორედ მოიპოვა.
| |
15:15 | 21.11.2021 ეკო გორგოძემ წყვილთა თანრიგში მონტევიდეოს ტურნირი მოიგო
ქართველმა ჩოგბურთელმა ეკო გორგოძემ რუმინელ ირინა ბარასთან წყვილში მეოთხე ტიტული მოიგო - ამჯერად, ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოს 125-ათასიანი ტურნირი.
|
23:51 | 20.11.2021 ავსტრალიის ღიაზე სათამაშოდ ჯოკოვიჩს ვაქცინაცია მოუწევს
მსოფლიოს პირველ ჩოგან ნოვაკ ჯოკოვიჩს და ყველა ჩოგბურთელს, ვისაც ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაში სურთ, კორონავირუსის წინააღმდეგ სრული ვაქცინცია მოუწევთ. ამის შესახებ ტურნირის შეფმა კრეიგ ტილიმ გამოაცხადა. ...
| |
00:15 | 20.11.2021 რუუდი ATP-ს ფინალის მეოთხე ნახევარფინალისტია
ATP-ს ფინალური ტურნირის ნახევარფინალის მეოთხე საგზურს ნორვეგიელი კასპერ რუუდი დაეუფლა. მან 2-6, 7-5, 7-6(5) დაამარცხა რუსი ანდრეი რუბლევი. მომდევნო მეტოქედ კი ტურნირის მოქმედი ჩემპიონი, რუსი დანიილ მედვედევი ...
|
23:28 | 18.11.2021 მუგურუსა WTA-ს ფინალის ჩემპიონი გახდა
ესპანელმა გარბინე მუგურუსამ WTA-ს ფინალური ტურნირი მოიგო. მექსიკის გვადალახარაში გამართული ტურნირის ფინალურ შეხვედრაში მან ესტონელი ანეტ კონტავეიტი 6-3, 7-5 დაამარცხა.
| |
01:52 | 18.11.2021 ციციპასი ATP-ს ფინალს ტრავმით გამოეთიშა
სტეფანოს ციციპასმა ATP-ს ფინალში გამოსვლა, იდაყვის ტრავმის გამო შეწყვიტა. ბერძენ ჩოგბურთელს, სეზონის დამამთავრებელი ტურნირი 2019 წელს აქვს მოგებული. მწვანე ჯგუფში თავისი პირველი შეხვედრა მან რუს ანდრეი ...
|
00:47 | 18.11.2021 WTA-ს ფინალის ტიტულისთვის მუგურუსა და კონტავეიტი ითამაშებენ
WTA-ს ფინალის ჩემპიონის წოდებისთვის, ფინალში ერთმანეთს ესპანელი გარბინე მუგურუსა და ესტონელი ანეტ კონტავეიტი დაუპირისპირდებიან. პირველმა ნახევარფინალში თანამემამულე პაულა ბადოსა 6-3, 6-3 დაამარცხა, მეორემ ...
| |
21:13 | 17.11.2021 ჯოკოვიჩი და მედვედევი წლის შემაჯამებელი ტურნირის ნახევარფინალში გავიდნენ
მსოფლიოს ნომერ პირველი და მეორე ნომერი ჩოგბურთელები ნოვაკ ჯოკოვიჩი და დანილ მედვედევი ტურინში მიმდინარე ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის ნახევარფინალში გავიდნენ.
|
04:04 | 17.11.2021 ფედერერი ავსტრალიის ღიაზე ალბათ ვერ ითამაშებს
როჯერ ფედერერი ყველანაირად ცდილობს კორტზე დაბრუნებას, მაგრამ დიდი ალბათობით, ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაშს ვერ შეძლებს, - ამბობს მისი ხორვატი მწვრთნელი, წარსულში ასევე ჩოგბურთელი ივან ლიუბიჩიჩი.
| |
02:52 | 17.11.2021 საკარიმ საბალენკა დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა
ბერძენმა მარია საკარიმ WTA-ს ფინალის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში, ბელარუს არინა საბალენკას 7-6(1), 6-7(6), 6-3 მოუგო და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. იქ მისი მეტოქე, კარგ ფორმაში მყოფი ესტონელი ...
|