საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას „დორტმუნდი“ აკვირდება. აღნიშნული ინფორმაცია გერმანულმა წყარომ რუსულ გამოცემა Championat-ს დაუდასტურა.
„ისინი მას პირველად არ აკვირდებიან, მაგრამ ამჯერად ვსაუბრობ ფებურთელის შეძენის შესაძლებლობის დეტალურ შესწავლაზე. პირველ რიგში საჭირო იქნება ავტორიზებული აგენტი, რომელიც იმუშავებს კლუბის მხრიდან. მეორეც, „დორტმუნდმა“ უნდა გაყიდოს რომელიმე მოთამაშე, რომ ხვიჩა შეიძინოს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მხარეები ტრანსფერის საკითხს ზამთარში მიუდგებიან, მაგრამ ამასთანავე კონსულტაციები თვეზე მეტ ხანს მიმდინარეობს“, - უთხრა გერმანულმა წყარომ რუსულ ვებგვერდს.
ინფორმაცია Championat-ს „რუბინთან“ დაახლოებულმა წყარომაც დაუდასტურა და აი, რა უთხრეს ცნობილ გამოცემას:
„ზაფხულში რუსეთის პრემიერლიგის ყველა წამყვანი კლუბი დაინტერესებული იყო ხვიჩას შეძენით „ზენიტიდან“ „სპარტაკამდე“, მაგრამ კლუბი წინააღმდეგია მისი რუსულ კლუბში გაშვების. ის ყაზანში კარგადაა და ლეონიდ სლუცკისთან არანაირი პრობლემა არ აქვს. დიახ, კლუბში იციან „ბორუსიას“ ინტერეისს შესახებ და ამის შესახებ ისუაბრეს. გარდა ამისა, „გალათასარაი“ მზად იყო 15 მილიონი ევრო გადაეხადა ტრანსფერში, მაგრამ კლუბის გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა უარი თქვა მის გაყიდვაზე. კლუბი მის შენარჩუნებას ზაფხულამდე აპირებს, რადგან თუ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გავა, მას უფრო დიდ ფასში გაყიდის“, - ამბობს „რუბინთან“ დაახლოებული წყარო.
მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ საფეხბურთო აგენტმა თემურ ლეპსაიამ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ესპანური „სევილიას“ ინტერესის სფეროშია. ქართველ შემტევს „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული და Transfermarkt-ს მონაცემებით ის ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელია, აღნიშული ვებგვერდის მონაცემებით მისი ფასი 7.5 მილიონი ევროა და გასულ სეზონში ის რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.
კვარაცხელიას მონაგარი მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერლიგაში 12 თამაშში 2 გოლი, 1 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტია. ცნობისთვის, სხვა და სხვა ვებგვერდებზე მას 4 საგოლე გადაცემა უწერია, მაგრამ მასში მოპოვებული პენალტების რაოდენობაა მითვლილი... გარდა ამისა, ხვიჩამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სექტემბერსა და ოქტომბერში ოთხჯერ ითამაშა, 1 გოლი გაიტანა, 1 საგოლე პასი შეასრულა და ერთხელაც პენალტი მოიპოვა.