ფეხბურთი

3:06 | 26.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

აგენტი: "კვარაცხელიათი ესპანური გუნდი დაინტერესდა და კარგად დავუხასიათე"

საფეხბურთო აგენტმა თემურ ლეპსაიამ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინტერესს ესპანური „სევილია“ იჩენს. როგორც მან Match TV-სთან საუბარში აღნიშნა, 19 წლის ქართველი ანდალუზიელებს კარგად დაუხასიათა და დანარჩენს დრო გამოაჩენს.

„ხვიჩა საქართველოში ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია. ვფიქრობ, რომ რუსეთშიც. „რუბინში“ ვიყავი და ვიკითხე როგორ ვარჯიშობს. საიდუმლო არ არის, რომ სამხრეთელებს საწვრთნელი პროცესი დიდად არ მოსწონთ. თუმცა, ეს არ ეხება კვარაცხელიას.

მისდამი ინტერესი ესპანურმა „სევილიამ“ გამოავლინა. ჩემი მხრივ, ხვიჩა იდეალურად დავახასიათე. რა იქნება შემდეგ არ ვიცი, თუმცა, მგონია, რომ თუ საქართველო დიდ ტურნირზე გავა, მაშინ „რუბინი“ ზაფხულში კარგ ფასში გაყიდის“, - აღნიშნა ლეპსაიამ.

კვარაცხელიას მონაგარი მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერლიგაში 12 თამაშში 2 გოლი, 1 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტია. ცნობისთვის, სხვა და სხვა ვებგვერდებზე მას 4 საგოლე გადაცემა უწერია, მაგრამ მასში მოპოვებული პენალტების რაოდენობაა მითვლილი...

გარდა ამისა, ხვიჩამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სექტემბერსა და ოქტომბერში ოტხჯერ ითამაშა, 1 გოლი გაიტანა, 1 საგოლე პასი შეასრულა და ერთხელაც პენალტი მოიპოვა. კვარაცხელიას "რუბინთან" კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული.

0.111489