| | |
18:23 | 09.06.2014 ფანცულაიამ მუმბაის ტურნირი მოიგო
ინდოეთის ქალაქ მუმბაიში დასრულებული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული ლევან ფანცულაია (2577) გახდა, რომელმაც ათ ტურში 8.0 ქულა მოაგროვა და უახლოეს კონკურენტებს ნახევარი ქულით გაუსწრო.
| |
13:54 | 08.06.2014 ფანცულაია ტიტულთან ახლოსაა
მუმბაის საჭადრაკო ტურნირის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, ერთპიროვნული ლიდერი ქართველი ლევან ფანცულაია (2577) გახლავთ, რომელმაც 8 ტურში 7.0 ქულის მოგროვება მოახერხა.
|
02:30 | 07.06.2014 ფანცულაია პირველ ადგილს ინარჩუნებს
ინდურ მუმბაიში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირის 7 ტურის თავზე პირველ ადგილზე ქართველი ლევან ფანცულაია რჩება, თუმცა, მისდარი მონაგარი ბელარუს ალეკსეი ალეკსანდროვს (2554) გააჩნია.
| |
00:05 | 06.06.2014 ფანცულაია ერთპიროვნული ლიდერია
ინდურ მუმბაიში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირს 6 ტურის თავზე ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს და სასიხარულოა, რომ იგი ქართველი ლევან ფანცულაია (2577) გახლავთ.
|
15:12 | 04.06.2014 ქართული კვარტეტი მუმბაიში
ქართველმა მოჭადრაკეებმა მიხეილ მჭედლიშვილმა (2632), ლევან ფანცულაიამ (2577), მერაბ გაგუნაშვილმა (2562) და ლუკა პაიჭაძემ (2544) ინდოეთის ქალაქ მუმბაიში გადაინაცვლეს და მორიგ საერთაშორისო ტურნირში ჩაერთვნენ. ...
| |
11:33 | 01.06.2014 გაგუნაშვილმა ინდური ტურნირი მოიგო
მერაბ გაგუნაშვილის (2560) ერთპიროვნული გამარჯვებით დასრულდა ინდოეთის ქალაქ ბუბანეშვარში გამართული ტრადიციული ფესტივალი. ქართველმა მოჭადრაკემ ბოლო მე-10 ტურში თეთრი ფიგურებით ტაჯიკი ფარუხ ამონატოვი (2609) ...
|
14:50 | 30.05.2014 ქართველებს ჩემპიონობის შანსი აქვთ
ინდოეთში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირის დასკვნითი მე-10 ტურის წინ 7.0 ქულით 5 მონაწილე დაწინაურდა, რომელთა შორის 2 ქართველია: მერაბ გაგუნაშვილი (2560) და ლუკა პაიჭაძე (2535).
| |
16:20 | 29.05.2014 ლიდერებში ქართველიცაა
ინდურ ოდიშაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის მე-9 ტურის წინ 6.5 ქულით სამი მოჭადრაკე დაწინაურდა: ჩანდა სანდიპანი (ინდოეთი, 2594), სური ვაიბჰავი (ინდოეთი, 2524) და ლუკა პაიჭაძე (საქართველო, 2535).
|
14:18 | 28.05.2014 წარმატებული ტური ინდოეთში
ინდოეთში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირის მე-6 ტური წარმატებული გამოდგა ქართველი მონაწილეებისთვის. ოთხიდან სამმა ქართველმა გამარჯვება იზეიმა, ერთი კი ყაიმს დასჯერდა.
| |
16:47 | 27.05.2014 გაგუნაშვილი ინდურ ტურნირზე ლიდერობს
ინდოეთში გრძელდება საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი, რომელშიც 4 ქართველიცაა ჩაბმული. ესენი მერაბ გაგუნაშვილი (2560), ლევან ფანცულაია (2573), მიხეილ მჭედლიშვილი (2621) და ლუკა პაიჭაძე (2535) არიან.
|