ჭადრაკი

0:05 | 6.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფანცულაია ერთპიროვნული ლიდერია

ინდურ მუმბაიში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირს 6 ტურის თავზე ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს და სასიხარულოა, რომ იგი ქართველი ლევან ფანცულაია (2577) გახლავთ.

ფანცულაიას აქტივში 5.5 ქულაა და იგი 6 მოჭადრაკისგან შემდგარ ჯგუფს, რომელშიც პირველ ნომრად განთესილი მიხეილ მჭედლიშვილიც (2632) იმყოფება, ნახევარი ქულით უსწრებს. ეს უკანასკნელი დამატებითი მაჩვენებლებით მე-7 ადგილზე იმყოფება.

4.5 ქულით მე-8 პოზიციაზე გახლავთ ლუკა პაიჭაძე (2544), ხოლო კიდევ ერთ ქართველ მერაბ გაგუნაშვილს (2562) ასევე 4.5 ქულით მე-16 საფეხური უკავია.

7th Mumbai Mayor Cup International Open-ის მე-7 ტურში ცენტრალური ფანცულაიას და მჭედლიშვილის პარტია იქნება, გაგუნაშვილი და პაიჭაძე კი თეთრებით, შესაბამისად, დავით პეტროსიანს (სომხეთი, 2425) და მჰამალ ანურაგს (ინდოეთი, 2414) ეთამაშებიან.

მუმბაის ტურნირი ათ ტურად მიმდინარეობს.

0.118092