ჭადრაკი

11:33 | 1.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

გაგუნაშვილმა ინდური ტურნირი მოიგო

მერაბ გაგუნაშვილის (2560) ერთპიროვნული გამარჯვებით დასრულდა ინდოეთის ქალაქ ბუბანეშვარში გამართული ტრადიციული ფესტივალი. ქართველმა მოჭადრაკემ ბოლო მე-10 ტურში თეთრი ფიგურებით ტაჯიკი ფარუხ ამონატოვი (2609) დაამარცხა და მეტოქეებს 0.5 ქულით გაუსწრო.

საბოლოოდ, გამარჯვებულის აქტივში 10-დან 8 ქულაა გახლდათ: 6 გამარჯვება და 4 ფრე, 16 სარეიტინგო ქულის მატებასთან ერთად.

ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ: 2. ჩანდა სანდიპანი (ინდოეთი, 2594), 3. მიშრა სვაიამსი (ინდოეთი, 2442), 4. სური ვაიბჰავი (ინდოეთი, 2594), 5. ლუკა პაიჭაძე (საქართველო, 2535), 6. რაო პრასანა (ინდოეთი, 2427), 7. ლევან ფანცულაია (საქართველო, 2573).

ასპარეზობის მეოთხე ქართველი მონაწილე მიხეილ მჭედლიშვილი (2621) – 7.0 ქულით მეათე ადგილზე გავიდა.

0.064664