ნიგერიის ჩემპიონატში არასასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა - საფეხბურთო გუნდ “შარქსის” გულშემატკივრები “ოუშენ ბოიზთან” მატჩის დაწყებამდე მეტოქე გუნდის გასახდელში შეცვივდნენ და ფეხბურთელები და მწვრთნელები გალახეს.
“ოუშენ ბოიზის” გუნდის მცველი და მთავარი მწვრთნელის ასისტენტი მძიმე დაზიანებებით ადგილობრივ საავადმყოფოში მოხვდნენ, ხოლო დანარჩენებმა მრავლობითი დაბეჟილობები მიიღეს, რის გამოც მატჩის მთავარმა არბიტრმა მატჩი გააუქმა.
“როდესაც გულშემატკივრები დაგვესხნენ თავს, გასახდელში ვიმყოფებოდით და მოედანზე მოსათელად გასვლას ვაპირებდით”, - აცხადებს “ოუშენ ბოიზის” ერთ-ერთი მოთამაშე.
“ასეთი ქცევა ყოვლად მიუღებელია. ეს უბრალო ადამიანების და ლიგის შეურაცხყოფაა, ამიტომ დამნაშავეები უნდა დაისაჯონ”, - აღშფოთებას ვერ მალავს კამპანია “ფეხბურთი ძალადობის გარეშე”-ს წარმომადგენელი ფილიპ ობაი.