“მსოფლიო სპორტი” ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე 74 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედლის მფლობელ ზურაბ დათუნაშვილს ესაუბრა.
- შედეგით კმაყოფილი ხართ?
- თუ გავითვალისწინებთ, რომ ფინალამდე მივედი და იქ ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს ვხვდებოდი, რა თქმა უნდა, შედეგით კმაყოფილი ვარ.
- რის ხარჯზე შეძლო მეტოქემ თქვენი დამარცხება?
- გამოცდილების ხარჯზე. ეს ჩემთვის პირველი მედალია - ევროპის ჩემპიონატზე რომ არაფერი ვთქვათ, საერთოდ კარიერაში.
ფინალში ყველაზე მეტად გამიჭირდა. ეს ერთადერთი შეხვედრა აღმოჩნდა, სადაც დავმარცხდი. პირველ შეხვედრაშიც გამიჭირდა, მაგრამ ღვთის მადლით შევძელი გამარჯვების მოპოვება და ფინალამდე მოვედი.
- მომავალში რა გეგმები გაქვს დასახული?
- მინდა ვიმუშაო ჩემს თავზე. ყველა ტიტულის მოგებას ვაპირებ, სადაც მივიღებ მონაწილეობას.