ფეხბურთი

13:25 | 9.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ზუგდიდში" ცვლილებებია: ქვილითაია, სამუშია და ვულპე

 

ისევე როგორც სხვა ქართული კლუბები, ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის დაწყებამდე სამზადისს განაგრძობს საფეხბურთო კლუბი "ზუგდიდი".

გუნდი სატურნირო ცხრილში აუტსაიდერთა რიგებშია და მეორე წრეში მისთვის ქულების მოპოვებას სასიცოცხლო მნიშვნელობა ექნება, ამიტომაც ცვლილებები მოსალოდნელი იყო.

 ახალმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ ბოლო შეხვედრებში "ზუგდიდს" უმაღლესში დარჩენის შანსები გაუზარდა და გუნდს, შეიძლება ითქვას, ფსიქოლოგიური წნეხი მოუხსნა, რაც გაუმარჯვებელი მატჩების სერიით იყო გამოწვეული.

 "ზუგდიდს" ორი ახალწვეული ჰყავს აწ უკვე ექს-ტორპედოელი გამოცდილი მეკარე მაქსიმე ქვილითაია და ზუგდიდის "ბაიას" აღზრდილი შემტევი ნახევარმცველი გურამ სამუშია.

 როგორც გუნდის პრესამსახურისგან შევიტყვეთ დღესვე ჩამოდის გუნდში რუმინელი საყრდენი ნახევარმცველი რობერტ ვულპე.

 ვულპე 22 წლისაა და პოზიციით საყრდენი ნახევარმხველია, მან ბოლო სეზონი ლატვიის ჩემპიონატის კლუბ "ტაურასში" ჩაატარა.

 ასე, რომ "ზუგდიდი" მზადებას განაგრძობას და მეგრული კლუბი, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა ეროვნულ ჩემპიონატში ბრძოლისუნარიანობით, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებას შეეცდება.

 

ედემი ელერჯია

0.110962