ფეხბურთი

13:52 | 2.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ზუგდიდს” თუთბერიძე და წიტაიშვილი გაუძღვებიან

 

ახალ სეზონში “ზუგდიდს” ოთარ თუთბერიძისა და კლიმენტი წიტაიშვილის დუეტი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ, “მსოფლიო სპორტმა” ზუგდიდელთა პრესსამსახურიდან შეიტყო.

გუნდის ახალ თავკაცებს საფეხბურთო კლუბი “ზუგდიდი” მომავალ კვირაში წარადგენს. მანამდე, თუთბერიძისა და წიტაიშვილის თავკაცობით ზუგდიდელებმა ამხანაგური თამაში მარტვილის “მერანთან” ჩაატარეს და 1:0 გაიმარჯვეს.

34 წლის წიტაიშვილი, 2003 წლიდან კვიპროსზე ცხოვრობდა. მას ფამაგუსტას “ანორთოსისში”, ლიმასოლის აელ-ში, ლარნაკას აეკ-ში და “ნეა სალამინაში”  უთამაშია. 2010 წელს, კარიერა “ნეა სალამინაში” დაასრულა.

 

0.136041