საფეხბურთო კლუბ “ზუგდიდის” მთავარი მწვრთნელი გიორგი დარასელია გახდა. ამის შესახებ “ზუგდიდის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
14 ნოემბერს “ზუგდიდის” თავკაცად კლიმენტი წიტაიშვილის ნაცვლად სერგო გაბელაია დანიშნეს. თუმცა, ზუგდიდის საკრებულოს მიერ კლუბის დირექტორის პოსტიდან მალხაზ ჭეჟიას დათხოვნის შემდეგ, გუნდს მთავარი მწვრთნელი კვლავ შეეცვალა.
დარასელია ბოლოს ხაბაროვსკის “სკა-ენერგიას” წვრთნიდა, რომელიც ზაფხულში დატოვა. ამის შემდეგ, მას არსად უმუშავია და ამჯერად, შეეცდება, რომ “ზუგდიდმა” უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს. მან გუნდი პირველად სამშაბათს ავარჯიშა, ხოლო ოფიციალურად ეროვნული პირველობის მომდევნო ტურში “ვიტ ჯორჯიასთან” მატჩამდე წარადგენენ.
ფოტო: FCZUGDIDI.GE