ფეხბურთი

15:10 | 4.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

„ზუგდიდმა“ ფოთშიც მოიგო

მესამე საკონტროლო შეხვედრა ზუგდიდელებმა ფოთში გამართეს და ადგილობრივი „კოლხეთი“ 2:1 დაამარცხეს. “ზუგდიდის” ახლადდანიშნული მწვრთნელების -  თუთბერიძე-წიტაიშვილის ტანდემი, არსებულ კონტიგენტში საუკეთესოს ძიებაში არიან და შეხვედრისას, შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებებიც შეიტანეს. ფაზისელებიც გუნდის ჩამოყალიბება-მომზადებას თავიდან იწყებენ.

 ამ შეხვედრაში გოლი სწრაფად, მეორე წუთზე ვიხილეთ. ფოთელთა კარის მიმართულებით დაინშნული ჯარიმა ჩინებულად გამოიყენა ლუკა გუგუჩიამ და სტანდარტულიდან, ბურთი კარის მიმართულებით უცნაური ტრაექტორიით გაგზავნა, იქ კი ცხვიტარია გამოტანას შეეცადა, ბურთი ფეხზე აეჭრა და საკუთარ კარში ავტოგოლი გაიტანა. გუგუჩიაზე  კი შეიძლება ითქვას, რომ ის უკვე მესამე საკონტროლო მატჩში, ზუგდიდელთაგან ერთ-ერთი გამორჩეულია. გაშვებულ გოლს მასპინძლები არ დაუბნევია  და ისინი ბოლომდე იბრძოდნენ, თუმცა რეალური საგოლე მომენტი მხოლოდ ტაიმის მიწურულს შექმნეს,  როცა ჯანელიძემ ორი მეურვე ჩამოიტოვა ტექნიკური მოძრაობით და ძლიერად დარტყმული ბურთი ძელს გაარტყა. მორიგი მცდელობა უკვე გოგონაიას შორეული გასროლა იყო, მაგრამ მან ბურთი კარს ააცილა. ტაიმის ბოლოს გუგუჩიამ, ზუგდიდელთა ერთ-ერთი შემტევი - ლაშა კუკავა, ძაგანიასთან პირისპირ დატოვა, მაგრამ კუკავამ ყოფილ თანაგუნდელს ვერ აჯობა და კარგი მომენტიც დაიკარგა.

 მეორე ტაიმი, ტრადიციისამებრ, ცვლილებებისაა, მაგრამ ზუგდიდელთა დამრიგებლებმა შეცვლები ეტაპობრივად განახორციელეს და ყველას გასაოცრად, გუნდის წამყვანი ფეხბურთელების, რიგვავა-აფაქიძის დუეტს დაეყრდნენ, რამაც გაამართლა კიდეც, ვინაიდან ორივე კარგად ჩაერთო თამაშში.  52-ე წუთზე გოგონაიამ დაჰკრა ძლიერად, თუმცა შეცვლაზე შესული კეკელიძე ზუსტი აღმოჩნდა. 61-ე წუთზე კი ფოთელთა ახალწვეულმა გიორგი ჭედიამ საოცარი სოლო რეიდი შემოგვთავაზა და რომ არა ზუგდიდელთა მეკარის, კეკელიძის საოცარი რეაგირება, მასპინძელთა შემტევი ერთ-ერთი საუკეთესო გოლის ავტორი გახდებოდა. ორ წუთში ამ ეპიზოდს  სტუმრებმა უპასუხეს კონტრშეტევით და სიხარულია-კვარაცხელიამ ერთურთში საოცრად ლამაზი ოთხსვლიანი კომბინაცია გაათამაშეს, რაც ზუგდიდელთა კაპიტანმა სიხარულიამ  გოლით დააგვირგვინა.  მეორე გოლის შემდეგ ფოთელთათვის თითქოს ყველაფერი დასრულდა, მაგრამ მაინც მოინდომეს მეტოქე გუნდის მცველებს შეცდომა დააშვებინეს და გულუამ  პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა. თერთმეტმეტრიანი კი უშეცდომოდ გოგონაიამ შეასრულა და ანგარიში შეამცირა, თუმცა ეს ფაზისელთათვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

 

კოლხეთი - ზუგდიდი  1:2 (0:1)

ფოთი. “ფაზისი.”

კოლხეთი: ძაგანია, კილასონია, ცხვიტარია, ჩადუნელი, კაკულია, გოგონაია, წაბრია, ვარდუაშვილი, ლორია, ჯანელიძე, კრასოვსკი

შეცვლა: მაღრაძე, გულუა, ლომაია, ჭედია, ბარამიძე, მოისწრაფიშვილი, გაბუნია,

ზუგდიდი: მამალაძე,  აქუბარდია, მირცხულავა, პაჭკორია, ზვ.კვარაცხელია,  გუგუჩია, სიხარულია, ხუბუა, წურწუმია, ეხვაია, კუკავა 

შეცვლა: კეკელიძე, აფაქიძე, რიგვავა, კ.ახალაია, ნიკოლაძე, ჭრელაშვილი, შ.ლომია, ხუხია, ს.კვარაცხელია

გოლები: 0:1 ცხვიტარია (2, ავტოგოლი), 0:2 სიხარულია (62), 1:2 გოგონაია (85)

მსაჯი: კ. მესხი

0.22868