სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

18:28 | 13.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ზუგდიდის” ამბები: ქართველი ახალწვეულები და ამანის მოლოდინში

“ზუგდიდი” ვარჯიშს აგრძელებს და ახალ ფეხბურთელებს იმატებს. მეკარე მაქსიმე ქვილითაიაზე და ნახევარმცველ დავით კირკიტაძეზე უკვე გეცოდინებათ. ასევე, გიორგი დარასელიას გუნდში გააგრძელებენ კარიერას მეკარე თორნიკე ზარქუა (თბილისის “დინამოდან” განათხოვრებით), მცველი გიორგი კაჭკაჭიშვილი, ნახევარმცველები ლევან კუტალია და გურამ სამუშია (სამივე “ზესტაფონიდან”). შესაძლოა, “ზესტაფონის” ფორვარდი საბა ლომიაც დაემატოს ზუგდიდელებს.

“ზუგდიდი” 15 იანვარს ელის საფრანგეთის მოქალაქე კოტდივუარელი შემტევი ნახევარმცველის ჩამოსვლას. ეს გახლავთ ჟან მარი ამანი -  http://www.youtube.com/watch?v=QSbWD7_cAdc  ამანი 24 წლისაა. გასული სეზონი ლიტვურ “ტაურასში” გაატარა და 11 მატჩში 5 გოლი გაიტანა.  დიდი ალბათობით, მასთან “ზუგდიდი” კონტრაქტზე შეთანხმდება.

აქვე ვთქვათ, რომ “ზუგდიდის” ძირითად გუნდსა და დუბლებს შორის ორმხრივი მატჩი გაიმართა, რომელიც 2:2 დასრულდა. ძირითადმა გუნდმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ქვილითაია, კანკია, აფაქიძე, ვულპე, ქვარცხავა (მირცხულავა 46), შოთა ლომია, სიხარულია, ქირია (წიტაიშვილი 59), კირკიტაძე (ბულია 46), ქებაძე, კალანდარიშვილი.

ანგარიში დუბლებმა გახსნეს მჭედლიშვილის მიერ გატანილი პენალტით. პირველი ტაიმის ბოლოს, შოთა ლომიამ ვერ გაიტანა 11-მეტრიანი (მეკარე ჯომიდავამ მოიგერია), ხოლო მეორე ნახევრის დასაწყისში ბულიამ მაინც გაათანაბრა ანგარიში. 89-ე წუთზე სიხარულიამ დააწინაურა ძირითადი გუნდი და მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე დუბლებმა ცოტნე სამუშიას გატანილით გაათანაბრეს – 2:2.

რუმინელ ვულპეს რაც შეეხება, ის გუნდს დატოვებს – როგორც იცით, გასინჯვაზე გახლდათ.  და კიდევ, “ზუგდიდი” 8-19 თებერვალს თურქეთში გაივლის შეკრებას. 

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.120823