ფეხბურთი

20:30 | 17.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ზუგდიდი” უმაღლესს გამარჯვებით დაემშვიდობა

 

მატჩი, რომელსაც არანაირი სატურნირო მნიშვნელობა არ ჰქონდა, სტუმარი ზუგდიდელების გამარჯვებით დამთავრდა. პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, იყო ცალკეული გამწვავებები, მაგრამ რეალურ საგოლე მომენტებამდე საქმე არ მისულა. მეორე ტაიმის დასწყისშივე ზუგდიდელმა ნიკა აფაქიძემ დაარტყა სახიფათო საჯარიმო, ბურთი მცირედი მანძილით ასცდა კარს. ათიოდ წუთში უკვე ლუკა გუგუჩიამ კიდევ ერთი საჯარიმო შეასრულა, მაგრამ ბექა შეყრილაძემ აუღო. მალევე შეცვლაზე შესულმა აკაკი ფარჯიკიამ ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა, ბურთს ფეხი ხეირიანად ვერ მოარტყა.

81-ე წუთზე კი ანგარიში გაიხსნა. კირკიტაძე საჯარიმოში შეიჭრა და გამჭოლი პასი მისცა ბულიას, რომელმაც მეორე ცდაზე შეძლო გატანა 0:1. მასპინძლებმა გათანაბრება სცადეს, რაჟამაშვილი და შალამბერიძე აქტიურობდნენ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.

თითქოს ისე ჩანდა, რომ ზუგდიდელებს მეტი მოტივაცია ჰქონდათ და აკი მოიგეს კიდეც და უმაღლეს ლიგას გამარჯვებულები დაემშვიდობნენ.

დილა (გორი) – ზუგდიდი 0:1 (0:0)

17 მაისი. გორი. “თენგიზ ბურჯანაძე.”

დილა: შეყრილაძე, ქარქუზაშვილი, კობახიძე, ჯიშკარიანი, ქებურია, გოროზია (ნოზაძე 53), გურეშიძე, წიქარიძე (რეხვიაშვილი 77), შალამბერიძე, რაჟამაშვილი, კვარაცხელია (სირბილაძე 60)

მწვრთნელი: გია გიგატაძე

ზუგდიდი: ქვილითაია, ფარცხავა, მირცხულავა, გუგუჩია (ბულია 66) , სიხარულია, აფაქიძე, შალიკაშვილი (ქათამაძე 85), კირკიტაძე, ქებაძე, კანკია (ფარჯიკია 54), მჭედლიშვილი

მწვრთნელი: გიორგი დარასელია

გოლი: 0:1 ბულია (81)

გაფრთხილება: აფაქიძე (72), ქათამაძე (86)

მსაჯი: ბ. ნინუა

 

მერანი (მარტვილი) – ტორპედო (ქუთაისი) 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ჩიკვილაძე (7, პენალტით) 

 

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – სპარტაკი (ცხინვალი) 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 თევდორაძე (28) 

 

1      ტორპედო                                    32           14          6           12           43:44           48          
2 ვიტ ჯორჯია 32 13 6 13 41:45 45
3 დილა 32 11 8 13 44:36 41
4 სპარტაკი 32 12 4 16 33:38 40
5 ზუგდიდი 32 10 6 16 26:42 36
6 მერანი 32 6 4 22 21:60 22

 

მეგოლეები:

17 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)

15 - დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)

12 - ვილი ისიანი (“გურია”)

11 - ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”)

10 - გიორგი გაბედავა (“ჩიხურა”)

8 - გიორგი კორიფაძე (“ვიტ ჯორჯია”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), რევაზ გეწაძე (“ზესტაფონი”), დათო კირკიტაძე (“ზუგდიდი”)

7 - ელგუჯა ლობჯანიძე (ვიტ ჯორჯია”), ჯაბა ჯიღაური (“ჩიხურა”)

6 - გიორგი კახელიშვილი (“სიონი”), გიორგი ქვილითაია (“დილა”)

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

0.125061