საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრა “ზუგდიდმა” ქობულეთის “შუქურასთან” სტუმრად 1:2 დათმო. “ზუგდიდს” ახალი მწვრთნელი და პრეზიდენტი ჰყავს. გუნდიდან წავიდნენ ფეხბურთელების დიდი ნაწილი და ფინანსურადაც არ ულხინს კლუბს, თუმცა ხელმძღვანელობა გუნდის გაძლიერებას ცდილობს.
“ზუგდიდი” 3 უკრაინელ ფეხბურთელს აკვირდება და თუ ყველაფერი კარგად წარიმართა შესაძლოა ისინი ქართულ კლუბში მოხვდნენ.
უკრაინელი ფეხბურთელების მენეჯერის ირაკლი ხვედელიანის თქმით:
“უკრაინელმა ფეხბურთელებმა დღეს პირველი ვარჯიში ჩაატარეს “ზუგდიდის” დუბლებთან ერთად. “ზუგდიდი” პირველი ლიგის ბინადარ “ლაზიკას” ეთამაშა, სამივე უცხოელმა მიიღო მონაწილეობა ამ შეხვედრაში, მწვრთნელმა მათგან გამოარჩია ნახევარმცველი მიხაილ იუშიშენი, რომელიც ადრე ოდესაში თამაშობდა, დიმიტრი ცვილიკს და ვადიმ პეტრენკოს კი კიდევ მისცემენ შანსს. თუკი უკრაინელებმა ნესტორ მუმლაძეს მოწონება დაიმსახურეს, ალბათ, კლუბში დარჩებიან.”
ედემ ელერჯია