გიორგი დარასელიას გაწვრთნილი "ზუგდიდი" ანთალიაში ჩავიდა. ზუგდიდელები 24-კაციანი შემადგენლობით მოემზადებიან და პირველ მატჩს რუმინული კრაიოვას "უნივერსიტატიასთან" ჩაატარებენ. ეს საკმაოდ კარგი ტრადიციების მქონე კლუბი ამჟამად რუმინეთის რანგით მეორე ლიგაშია და ლიდერობს. სხვა ტესტ-მატჩების შესახებ ჯერ უცნობია.
"ზუგდიდი" კომპანია "სალერის" ახალი ეკიპრებით შეიმოსა და ახალი ლოგოც აქვს. ეს ინფორმაციები კლუბის სპორტულმა დირექტორმა ფრიდონ კერვალიშვილმა მიაწოდა "მსოფლიო სპორტს".
აქვე, შემადგენლობაც:
მეკარეები: მაქსიმე ქვილითაია, თორნიკე ზარქუა, ვახტანგ ჯომიდავა;
მცველები: გიორგი ქვარცხავა, ბაქარ მირცხულავა, ნიკა აფაქიძე, ბაკურ ნიკოლაძე, ოთარ ჯავაშვილი, რომეო კანკია, ლაშა მჭედლიშვილი;
ნახევარმცველები: ლუკა გუგუჩია, ზვიად სიხარულია, აკაკი ფარჯიკია, ირაკლი ქათამაძე, შოთა ლომია, ირაკლი შალიკაშვილი, ლაშა ქებაძე, დათო კირკიტაძე, დათა ქირია, ნიკა ქირია, გურამ სამუშია;
თავდამსხმელები: ვიტალიუს კავალიაუსკასი, გიორგი ბულია, კლიმენტი წიტაიშვილი (მოთამაშე მწვრთნელი).