ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებამდე ორი დღე დარჩა და საფეხბურთო კლუბი „ზუგდიდი“ მზადებას „ბაიას“ ბაზაზე აგრძელებს. ერთკვირიანი მოსამზადებელი ციკლის დასრულების შემდეგ, გუნდი 5 აგვისტოს შეიკრიბა და ვარჯიშები განაახლა. ზუგდიდელთა შემადგენლობას დაუბრუნდა ფორვარდი, ირაკლი ეხვაია და მარცხენა მცველი ოთარ ჯავაშვილი, რომელიც გასულ სეზონის საგაზაფხულო ეტაპზე, „ზუგდიდის“ შემადგენლობაში თამაშობდა. გარდა ამისა „ზუგდიდი“, კიდევ ერთი თავდამსხმელით, გაძლიერდა. დღეიდან ზუგდიდელთა მაისურს ვახტანგ კვარაცხელია მოირგებს. მან, გასული სეზონის ბოლო პერიოდი, გორის „დილაში“ გაატარა.
რაც შეეხება ირაკლი ეხვაიას-იგი წინა სეზონის საგაზაფხულო ეტაპზე ცხინვალის „სპარტაკის“ რიგებში ირჯებოდა, ხოლო ახალი სეზონისთვის მზადება მან, ფოთის „კოლხეთის“ შემადგენლობაში დაიწყო, თურქულ შეკრებაზეც ახლდა ფოთელებს და კონტრაქტიც გაფორმებული ჰქონდა ამ გუნდთან, თუმცა ბოლოს მხარეების შეთანხმების შედეგად, მან მაინც საკუთარ გუნდში თამაში არჩია. ზუგდიდელთათვის უდავოდ კარგი შევსებაა, ვინაიდან, შეგახსენებთ, რომ წინა სეზონის დასრულების შემდეგ, გუნდი უმაღლესი ლიგიდან გავარდა და ამის ფონზე შემადგენლობაც დაიცალა.
http://fczugdidi.ge