ფეხბურთი

20:48 | 18.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ზუგდიდელებს სიხარული ლომიამ მოუტანა

 „ზუგდიდისა“ და „მეტალურგის“ დღევანდელი შეხვედრის სათამაშო სცენარი ზუსტად ისეთი გამოდგა, როგორსაც მაყურებელი ელოდა. მართალია, საგოლე მომენტების სიჭარბით ვერ გამოირჩეოდა მატჩი, მაგრამ შეხვედრას სანახაობა და ინტრიგა ბოლომდე მიჰყვა. იყო დაძაბულობაც და მსაჯთა მიმართ პრეტენზიებიც, მაგრამ ამაზე ოდნავ ქვემოთ.

 პირველ ნახევარში სიმწვავე  მეტ-ნაკლებად  იქმნებოდა, ბურთი ძირითადად მოედნის ცენტრში ტრიალებდა. პირველი ხიფათი მასპინძლებმა შექმნეს, როცა ეხვაია მარჯვენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში ბურთიანად შეიჭრა და ბედიაშვილს ძლიერადაც დაურტყა, თუმცა რუსთაველთა კიპერმა რეაგირება მოასწრო და ბურთი კუთხურზე მოიგერია. რამდენიმე წუთში უკვე სტუმრებმაც „უჩხვლიტეს“ მეტოქეს, ზუგდიდელთა კარისკენ სიხარულიძე დაიძრა, მეურვეს ტექნიკურად აუარა გვერდი და  კარის ჩარჩოსაც დაუმიზნა, მაგრამ ზუგდიდელთა მეკარეც შეუვალი აღმოჩნდა.  ტაიმის შუაწელს, სტუმრებს ორჯერ მიეცათ კარგი შანსი შეტევა შედეგიანად დაესრულებინათ და ორივეჯერ ყურადღების ცენტრში კირკიტაძე მოექცა. რუსთაველთა შემტევმა, პირველ ჯერზე, მოედნის ცენტრში მასპინძელთა შეუთანხმებელი თამაშის შედეგად მოიპოვა ბურთი და  დრიბლინგით მეტოქის კარისკენ გაქანდა, საჯარიმოშიც შეიჭრა და  ახლო მანძილიდანაც დაარტყა კარისკენ, მაგრამ ბურთი კარის ჩარჩოს საკმაო მანძილით ააცილა. ორ წუთში კი ისევ კირკიტაძე ქვემოქართლელებმა შორეული გადაცემით მეკარესთან პირისპირ დატოვეს, ამ ეპიზოდში კი „მეტალურგის“ მე-18 ნომერს მამალაძემ აჯობა და მისი დარტყმული ბურთი ადგილზე „დაამიწა“. პირველი ნახევრის ბოლოსკენ მასპინძლებმაც აანერვიულეს სტუმრები, როცა ტყემალაძის და ეხვაიას სახიფათო თავურები ზედიზედ მიეწყო. პირველად ბურთი ბედიაშვილმა კუთხურზე მოიგერია, ხოლო ეხვაიას მორიგი დარტყმის შემდეგ,  ბურთი კარის ბადეს გარედან მოხვდა.

   რაც შეეხება ზემოთნახსენებ დაძაბულობას - სტუმრები, სამწვრთნელო შტაბისა და მოთამაშეების ჩათვლით, მთავარი არბიტრის მიმართ უკმაყოფილებას მთელი მატჩის განმავლობაში გამოთქვამდნენ, რის გამოც მალხაზ ბეუქლიშვილს, სტუმართა ფეხბურთელებისა და „მეტალურგის“ დამრიგებელის გელა სანაიას სიტყვიერად  გააფრთხილება რამდენჯერმე მოუწია. საქმე ის გახლავთ, რომ ისინი მსაჯს გადაწყვეტილებებს ხშირად აპროტესტებდნენ. მატჩის „მესაჭეებს“,  მეორე ტაიმის დაწყებიდან ცოტა ხანში, მასპინძლებიც შემოსწყრნენ, როცა შეცვლაზე შესულმა ზვიად სიხარულიამ ახლო მანძილიდან დაარტყა და ბურთი სტუმართა ერთ-ერთ მცველს მოხვდა, ზუგდიდელები თვლიდნენ, რომ მცველმა ხელით ითამაშა, თუმცა არბიტრმა თამაშის გაგრძელება ბრძანა. სტუმრებში კი დაძაბულობამ მას შემდეგ იმატა, როცა შეხვედრის ბოლოსკენ ზუგდიდელებმა ანგარიში გახსნეს, მაგრამ  მათი „აგრესია“ უშუალოდ გატანილ გოლს არანაირად უკავშირდება. შეხვედრის 78-ე წუთზე რუსთაველთა კარის მიმართულებით დანიშნული ჯარიმა გოლად შოთა ლომიამ აქცია. სტანდარტული ლომიამ მართლაც უნაკლოდ შეასრულა და მარჯვენა ფლანგიდან, თავისი ჩვეული ცაციათი ჩაახვია ბურთი, რომელიც არავინ შეხებია ისე აღმოჩნდა სტუმართა კარში. სხვათა შორის, უნდა აღინიშნოს, რომ ლომიამ წინა ტურში,  ორი საგოლე გადაცემა მიითვალა. მანამდე კი ლომია-სიხარულია-ეხვაიას და შეცვლაზე შემოსული გუგუჩიას კვარტეტი, კარგად მოქმედებდა შეტევის წინა ხაზზე და მათ არაერთხელ გაამწვავეს შეტევები. მეორე ტაიმში მასპინძლები აშკარად უკეთ გამოიყურებოდნენ, თუმცა გატანილი გოლის შემდეგ, უპირატესობა სტუმრებს დაუთმეს. 83-ე წუთზე ვასაძემ გაისროლა კარისკენ სახიფათოდ და ბურთმა სანტიმეტრებში ჩაუქროლა მამალაძის კარს, ხოლო შემდეგ სუხიაშვილმა მოსინჯა თავური და მანაც ააცილა. დამატებულ წუთებზე მაისაშვილმა იაქტიურა, თუმცა ბურთი დიდი მანძილით ააცილა მეტოქის კარს.  საბოლოოდ, ზუგდიდმა ზედიზედ მეორე ტურშიც იმარჯვა,  რთული სატურნირო მდგომარეობის მიუხედავად, ბოლო ადგილს თავი დააღწია და მიმდინარე წლის ბოლოს, საშემოდგომო ეტაპი  საგრძნობი ოპტიმიზმით დაასრულა.

გიორგი დარასელია (“ზუგდიდი”): „მინდა ყველას მივულოცო მორიგი გამარჯვება. ეს წარმატება, გუნდთან ერთად გულშემატკივრების დამსახურებაცაა, რომლებიც ყოველთვის ჩვენს გვერდით დგანან. რაც შეეხება უშუალოდ თამაშს - ვიტყოდი, რომ ხარისხით და საგოლე მომენტებით,სხვა მატჩებთან შედარებით არ ყოფილა გამორჩეული, უბრალოდ ისე წარიმართა შეხვედრა, რომ ცხადი გახდა ერთი გოლი აღმოჩნდებოდა გადამწყვეტი. ასეც მოხდა, შევძელით, გავიტანეთ და მეტად საჭირო სამი ქულა მოვიპოვეთ“.

 

გელა სანაია (“მეტალურგი”): „თავიდანვე აღვნიშნავ, რომ ეს არ ყოფილა თამაში.ჯერ მინდვრის საფარმა შეგვიშალა ხელი, რომელიც მართლაც ცუდ მდგომარეობაში იყო, ხოლო შემდეგ ცალკე თემაა მსაჯთა ზღვარგადასული ქმედება, რომელიც პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს. მეტოქეს კი გარჯას ვერ დავუკარგავ, იბრძოლეს ბოლომდე და გამარჯვებაც მოიპოვეს. ზუგდიდს  ვულოცავ სამი ქულის მოპოვებას“.

 

ზუგდიდი - მეტალურგი (რუსთავი) 1:0 (0:0)

ზუგდიდი, „განმუხური“. 18 დეკემბერი. 800 მაყურებელი.

ზუგდიდი: მამალაძე, მირცხულავა, პაჭკორია, აფაქიძე, კანკია, ადამაშვილი (სიხარულია 46), შალიკაშვილი (გუგუჩია 73), ტყემალაძე, ქირია, შ.ლომია (რიგვავა 84), ეხვაია

მწვრთნელი: გიორგი დარასელია

მეტალურგი: ბედიაშვილი, გავაშელიშვილი, ჯაფარიძე, გურეშიძე (გოგინაშვილი 83), კორღალიძე (ვასაძე 73), კირკიტაძე, ორბელაძე, სიხარულიძე, მაისაშვილი, დობროვოლსკი, ქავთარაძე (სუხიაშვილი 65)

მწვრთნელი: გელა სანაია

გოლი: 1:0 შოთა ლომია (78)

გაფრთხილება: ქავთარაძე (43),  შალიკაშვილი (59)

მსაჯი: მალხაზ ბეუქლიშვილი

 

 

გურია (ლანჩხუთი) – ზესტაფონი 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 გიორგი ადამია (პენ, 29)

 

 ჩიხურა (საჩხერე) – სიონი (ბოლნისი)

19 დეკემბერი. გორი. “თენგიზ ბურჯანაძე.” 14:00

დისკვალიფიცირებულები: გიორგი დათუნაიშვილი, ჯაბა ჯიღაური (“ჩიხურა”)

მსაჯები: ლ. კვარაცხელია, ლ. ვარამიშვილი, ზვ. ერქვანია, ა. ნონიკაშვილი, ბ. ნინუა, თ. ხუჭუა (სათადარიგო)

პირველ წრეში – 2:2

 

მერანი (მარტვილი) – დინამო (თბილისი)

19 დეკემბერი. სამტრედია. ცენტრალური. 14:00

მსაჯები: ა. ბასლეჰლო, დ. ჩიგოგიძე, დ. კურტანიძე, ო. ხეცაძე (სათადარიგო)

პირველ წრეში – 2:4

 

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – ტორპედო (ქუთაისი)

19 დეკემბერი. მცხეთა. “მცხეთა პარკი.” 14:00

მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ბ. ჭიჭინაძე, ლ. თოდრია, ხ. გაგნიძე (სათადარიგო)

პირველ წრეში – 1:4

 

სპარტაკი (ცხინვალი) – დილა (გორი)

19 დეკემბერი. რუსთავი. “ფოლადი.” 14:00

მსაჯები: გ. კიკაჩეიშვილი, ი. უკლება, ი. მაჩიტიძე, ჯ. ხორავა (სათადარიგო)

პირველ წრეში – 1:3

 

1           დინამო                       17             12            3            2               40:13                39
2 ჩიხურა 17 10 4 3 34:21 34
3 გურია 18 9 0 9 20:25 27
4 დილა 17 7 6 4 23:15 27
5 სიონი 17 7 5 5 21:18 26
6 მეტალურგი 18 7 5 6 23:23 26
7 ზესტაფონი 17 7 4 6 19:15 25
8 ტორპედო 17 6 4 7 19:19 22
9 ვიტ ჯორჯია 17 6 4 7 20:23 22
10 ზუგდიდი 18 3 5 10 8:24 14
11 სპარტაკი 16 4 1 11 13:24 13
12 მერანი 17 4 1 12 14:34 13


მეგოლეები:

12 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ჩიხურა”)

9 – დორინ გოგა (“დინამო”), ირაკლი მოდებაძე (“დილა”)

8 – ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)

6 – ვილი ისიანი (“გურია”), თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”)




 

0.206545