სლოვენიელი მცველი ზორან დრაგიჩი, რომელიც ამჟამად “უნიკახა მალაგას” ღირსებას იცავს, მზადაა დატოვოს ესპანური კლუბი და NBA-ში გადავიდეს.
ამის შესახებ ზორანმა ინტერნეტგამოცემა La Opinión de Málaga-თან საუბრის დროს განაცხადა.
“თუ მომეცემა შანსი წავიდე NBA-ში, აუცილებლად წავალ. ვფიქრობ, NBA საუკეთესო ვარიანტია. მინდა ახლავე გადავიდე, რადგან არ დავკარგო ერთი სეზონი.”
ზორან დრაგიჩი 2013-14 წლების სეზონში “უნიკახაში” საშუალოდ ერთ მატჩში 10.9 ქულას და 2.7 მოხსნას აგროვებდა.
ლაშა ქოიავა