ფეხბურთი

15:24 | 11.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზლატანი ზურგმა შეაწუხა

“პარი სენ-ჟერმენის” ვარკსლავ ზლატან იბრაჰიმოვიჩს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ფრანგული პრესის ცნობით, შვედს ზურგი აწუხებს და შესაძლოა, “ვალანსიენთან” ლიგა 1-ის მატჩის გამოტოვება მოუწიოს.

პარიზელებს გარისკვა არ სურთ და იბრაჰიმოვიჩს დასვენებას სთავაზობენ. პსჟ-ს სამწვრთნელო შტაბისთვის, მთავარია, ზლატანმა “ლევერკუზენთან” ჩემპიონთა ლიგის მატჩში ითამაშოს.

ცნობისათვის, პსჟ “ვალანსიენს” პარასკევს დაუპირისპირდება.

 

0.117926