“პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდ ზლატან იბრაჰიმოვიჩს მიაჩნია, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მის გუნდს კონკურენტი არ ჰყავს.
“ჩვენი ბედი ჩვენსავე ხელშია. ამ სიტუაციაში, ყველაფერი თავად პსჟ-ზეა დამოკიდებული. ჩვენი სამუშაო უნდა შევასრულოთ. თუკი გუნდი მოდუნდება, აუცილებლად დავისჯებით. ყოველ მატჩში 100%-ით უნდა დავიხარჯოთ. სადღეისოდ, საფრანგეთის ჩემპიონატში პსჟ-ს შემცერებელი გუნდი არ არსებობს”, - განუცხადა შვედმა ფრანგულ პრესას.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის 27-ე ტურის შემდეგ, პირველადგილოსანი პსჟ უახლოეს მდევარ “მონაკოს” 8 ქულით უსწრებს.