ფეხბურთი

11:29 | 27.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ზლატან იბრაჰიმოვიჩი: “ზაფხულში ჩემი აგენტი მოლაპარაკებას რამდენიმე კლუბთან აწარმოებდა”

შვედეთის ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული პსჟ-ს თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც, კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას დათანხმდა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, 31 წლის შვედმა პარიზელებთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც 2016 წლამდეა გათვლილი.

“შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ზაფხულში, ჩემი აგენტი რამდენიმე კლუბთან აწარმოებდა მოლაპარაკებას. საკმარისად მქონდა წინადადებები, მაგრამ მერე პსჟ-ს პრეზიდენტ ნასერ ელ-ჰელაიფის გავესაუბრე და პარიზში დარჩენა გადავწყვიტე. მაშინ ჩვენ წინასწარ შეთანხმებას მივაღწიეთ. აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ და ვიმედოვნებ, რომ ერთად შევცვლით პსჟ-ს ისტორიას” - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

0.136598