შვედეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ლიდერმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, პლეი ოფის პირველ მატჩის სტუმრად წაგების (0:1) შემდეგ განაცხადა, რომ წყვილში ფავორიტად პორტუგალიას თვლის.
“შუა ხაზში სუსტად ვითამაშეთ და მეტოქის კართან ერთი სახიფათო მომენტიც არ შეგვიქმნია. შეგვეძლო უკეთესად გავრჯილიყავით, მაგრამ ასეთ ნაკრებთან დაპირისპირების დროს ეს იოლი არაა.
ჯერ კიდევ კენჭისყრის შემდეგ ვამბობდი, რომ პორტუგალია წყვილში ფავორიტია. ძალიან ძლიერი გუნდია, რომელმაც ჩვენთან მატჩში ბრაზილიის საგზურის მოპოვებაზე თავისი პრეტენზიები საქმით აჩვენა.
სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში ფრე ჩვენთვის საუცხოო შედეგი იქნებოდა. თუმცა, დავმარცხდით. ახლა ამ შედეგის გამოსწორება მოგვიწევს” – იუწყება იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს პორტუგალიური გამოცემა Record-ი.