ფეხბურთი

18:19 | 25.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ზიმბრუ” ქართველებს დაემშვიდობა

კიშინიოვის “ზიმბრუმ” ქართველი ფეხბურთელები თორნიკე სტეფნიაშვილი და ლუკა თათხაშვილი დაითხოვა.

“ზიმბრუს” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, კლუბი 6 მოთამაშეს დაემშვიდობა, მათ შორის ქართველებსაც, მაგრამ მიზეზი დაკონკრეტებული არაა.

21 წლის ნახევარმცველი სტეფნიაშვილი, რომელსაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში ამხანაგური მატჩიც ჩაუტარებია, “ზიმბრუში” 2011-2012 წლების სეზონიდან ირიცხებოდა.

20 წლის თათხაშვილი კი, “ზიმბრუ 2”-ში მოლდოვის A ლიგაში (პირველი ლიგა) თამაშობდა.

0.118679